ისააკს და რებეკას დიდხანს/19 წელი/ არ ჰყავდათ შვილი. გავიდა დრო და რებეკა დაორსულდა /ტყუპებით/. ძმებს ისეთი ამბავი ჰქონდათ დედის სხეულში, რომ შვილსდანატრებულ რებეკას ისიც კი ათქმევინეს, „რად მინდოდა, თუ ასე იქნებოდაო“. დადგა დროის სისრულე და პირველი ესავი გამოვიდა, ის წითელი და ძალიან თმიანი იყო. მას მოჰყვა ძმის ქუსლზე ხელჩაჭიდებული იაკობი. /იაკობის ხელი და ჩაჭიდება ძალიან საინტერესო, თუმცა ცალკე თემაა. / მამას-ისააკს ესავი უყვარდა, ხოლო დედას- რებეკას - იაკობი. როცა ისააკი დაბერდა, დაბრმავდა. მოიხმო ესავი /მინადირე იყო/ და უთხრა, წადი ინადირე, მოიტანე ნანადირევი, გააკეთე შეჭამანდი, რომელიც მიყვარს, ვისადილოთ და დაგლოცავო. წავიდა ესავი. ეს საუბარი გაიგონა რებეკამ, მას უნდოდა, რომ ისააკს იაკობი დაელოცა. უთხრა შვილს, მე მოვამზადებ სადილს, რომელიც უყვარს მამაშენს, შენ შეუტან მას, ისადილებთ და დაგლოცავსო. იაკობი შეწუხდა, მამა რომ მიხვდეს და დამწყევლოსო? ჩემზე იყოს ეს წყევლაო, ასე „შორს წავიდა“ რებეკა. მართლაც მოამზადა კერძი, ჩააცვა იაკობს ესავის მდიდრული ტანსაცმელი, ხელებზე და კისერზე გადააკრა ბეწვიანი ტყავი და შეუშვა მამასთან. ისააკი შეეჭვდა ხელით მოსინჯა იაკობი და თქვა, ხმა იაკობისაა, ხოლო ხელები ესავისო. იაკობი მიუახლოვდა და აკოცა მამას. ისააკმა იგრძნო ესავის სამოსის სუნი, თითქოს ირწმუნა და, თუ რამ სიკეთე და მადლი ემეტებოდა, ყველაფერი დაალოცა. დაბრუნებულ ესავს ასეთი ამბავი დახვდა და მისი ღრიალი არე-მარეს აყრუებდა. იაკობმა გადაწყვიტა, გარიდებოდა ძმას და მესოპოტამიაში ლავანთან წავიდა. მივიდა თუ არა იმ მხარეში, დაინახა მშვენიერი რაქილი და შეუყვარდა. მისი გულისთვის შვიდი წელი ემსახურა ლავანს. ვადის გასვლის შემდეგ შეიქმნა დიდი დღესასწაული/ქორწილი. ხოლო ღამით ლავანმა იხმო თავისი უფროსი ასული ლია/ლეა და მიჰგვარა იაკობს. დილით იაკობმა აღმოაჩინა, რომ ეს ლიაა, გაბრაზდა და უსაყვედურა ლავანს, მე რაქილისთვის გემსახურე და შენ სიტყვა არ შეასრულეო. ლავანმა უპასუხა, რომ ტრადიციით ჯერ უფროსი და უნდა გათხოვდეს, ხოლო შემდეგ - უმცროსი. ჯერ ლია იქნება შენი ცოლი, შემდეგ რაქილსაც შეგრთავ და კიდევ შვიდი წლის განმავლობაში მისთვის მომემსახურებიო. აი, ნათელი მაგალითი იმისა, თუ დათესილი სიცრუე როგორ დაუბრუნდა იაკობს. ერთ მხარესაც დედმამიშვილების/ძმების შეცვლა მოხდა და მეორე მხარესაც დედმამიშვილების/დების შეცვლა. ასე იწვნია იაკობმა საკუთარ თავზე წლების შემდეგ უკანდაბრუნებული თვალთმაქცობა.
მზია თვალაბეიშვილი 2024 წლის 9 იანვარი
განთავსდა 2024 წლის იანვრის თვის თავფურცელზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. დედა-რებეკაც დაისაჯა. ვეღარასოდეს ნახა თავისი შვილი-იაკობი.
დედა-რებეკაც დაისაჯა. ვეღარასოდეს ნახა თავისი შვილი-იაკობი.
7. ვფიქრობ, დედა იყო დამნაშავე და იაკობს არ უნდა ეწვნია, და ისე, მამაც დამნაშავე იყო და დედაც, ვის გაუგონია შვილების გარჩევა - ეს რომ არა, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. მადლობა. ვფიქრობ, დედა იყო დამნაშავე და იაკობს არ უნდა ეწვნია, და ისე, მამაც დამნაშავე იყო და დედაც, ვის გაუგონია შვილების გარჩევა - ეს რომ არა, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. მადლობა.
6. საინტერესოა საინტერესოა
5. გმადლობთ, ფლორენცია, ოღონდ იგავი არ არის, ამბავია. ამ საახალწლო დღეებში ჯანმრთელობას გისურვებთ მთელ ოჯახს.
გმადლობთ, ფლორენცია, ოღონდ იგავი არ არის, ამბავია. ამ საახალწლო დღეებში ჯანმრთელობას გისურვებთ მთელ ოჯახს.
4. საინტერესოდ გადმოცემული იგავია. 5 საინტერესოდ გადმოცემული იგავია. 5
3. მუხა და ნინო გმადლობთ, რომ გამოთქვით თქვენი აზრი. მადლობა ყველას, ვინც კითხულობს. მუხა, მეც სიამოვნებით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის! ურაკელებო, ყველას გილოცავთ და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ! მუხა და ნინო გმადლობთ, რომ გამოთქვით თქვენი აზრი. მადლობა ყველას, ვინც კითხულობს. მუხა, მეც სიამოვნებით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის! ურაკელებო, ყველას გილოცავთ და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ!
2. თავიდან რომ დავიწყე კითხვა, ვიფიქრე, რა არის ეს, ბიბლიურ ამბებს გვიყვება ახლიდან, თუ რა ხდება-მეთქი. ბოლოში მართლა საინტერესოა. ყველას თავისი გადმოცემის სტილი აქვს, მე მაგალითად აქცენტებს პირველ ამბავში სხვაგვარად დავსვამდი. მოცულობით ბალანსს დავიცავდი პირველ და მეორე ამბავს შორის. ბუმერანგის პლანის შემოტანაზე - თავს შევიკავებდი, უფრო თეოლოგიისკენ წავიყვანდი, რადგან ჩავთვლიდი, რომ სხვა კულტურული სივრციდან შეჭრაა. გაცილებით გვიანდელი და რაღაც, ჟურნალისტური კლიშე-ელფერი დაკრავს. სანაცვლოდ ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არაა ბიბლიაში პირველი შემთხვევა, როცა სხვისთვის დაგებულ მახეში ადამიანი თვითონ ებმება (წაიკ. - მოდგმა - ნდს) . სჯულის კანონიც ხომ ამას ამბობს და გავიხსენებდი ამბავს რუთიდან. +3 თავიდან რომ დავიწყე კითხვა, ვიფიქრე, რა არის ეს, ბიბლიურ ამბებს გვიყვება ახლიდან, თუ რა ხდება-მეთქი. ბოლოში მართლა საინტერესოა. ყველას თავისი გადმოცემის სტილი აქვს, მე მაგალითად აქცენტებს პირველ ამბავში სხვაგვარად დავსვამდი. მოცულობით ბალანსს დავიცავდი პირველ და მეორე ამბავს შორის. ბუმერანგის პლანის შემოტანაზე - თავს შევიკავებდი, უფრო თეოლოგიისკენ წავიყვანდი, რადგან ჩავთვლიდი, რომ სხვა კულტურული სივრციდან შეჭრაა. გაცილებით გვიანდელი და რაღაც, ჟურნალისტური კლიშე-ელფერი დაკრავს. სანაცვლოდ ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არაა ბიბლიაში პირველი შემთხვევა, როცა სხვისთვის დაგებულ მახეში ადამიანი თვითონ ებმება (წაიკ. - მოდგმა - ნდს) . სჯულის კანონიც ხომ ამას ამბობს და გავიხსენებდი ამბავს რუთიდან. +3
1. გილოცავთ შობა-ახალ წელს. როგორც ყოველთვის საინტერესო კრიტიკა-პუბლიცისტიკას წერთ. გილოცავთ შობა-ახალ წელს. როგორც ყოველთვის საინტერესო კრიტიკა-პუბლიცისტიკას წერთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|