 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 11 იანვარი, 2024 |
მივდივარ და თან მომყვებიან, მათი თვალები ასისთავები; თითქოს გაასდა, გასარკდა, გასცდა გულის ჭიუხვებს, დამპალ ნეშოებს. ვიღებთ კალთებით, გულის მალებით, ფიქრის კამათლიდან ჯვარის გამართლებით. წერა კარგიც კია, ემოცია ზღვას რომ ედარება, ტალღა ტალღას როცა გადასცდება. ფიქრის ნატამალი აღარ დამრჩა, ჩიტმა გამომტაცა ყველა განცდა. თავისუფლების სხივი გაცვდა. ჩიტის თვალებშია ჩანასახი, ადამიანად დაბადების; გამოინასკვა დიდებივით ხელჩაჭიდებით გამართული, უიმედობა დამთავრდება დღე დაიწყება დღევანდელით.
<>< მოდიოდი და თვალებს მიხვევდი, და მეწეოდი როგორც სიმართლე, უპატიებელ ტყუილის მჩენი. მერკინებოდი როგორც ხარები, რქებით ძენძავენ სახლის ფასადებს. მივხვდი რომ შენად ჭაში ჩავვარდი ამოყვანისას შენც ჩაგიყოლე თან გამოგაწყვე როგორც კონკია ოქროს ქოშები წვივებს დალოშნის და აირეკლავს ჩვენს გზას ნაწამევს.
^*^ შენ მანდ საქმიანობ სუსხი დაირია თოვლი გაილია ქარი აირია პური გამოაცხო ტალახის საზელმა კალატოზები აგურის ნატეხმა დღემ გადმოჰყარა ნისლის ნასვრეტი ხმა ჩაიკმინტა ზამთრის კასეტამ დაზგებს დაევსო ბურუსით თვალი თოვლს გადაუგდო ყინვამ ბერეტი და ჩასჭრა ფიჭვის კევი საღეჭი ხურმები ბოლოს- ლოლოს საჭრეთლით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩვენი ფილოსოფოსი პოეტი. ჩვენი ფილოსოფოსი პოეტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|