ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2024


ქალებს

ახ, მეგობარო, შენთვის ახლა განათდა.
მე იქაც გხედავ სადაც არა ხარ,
სადაც არავინ ხარ და სხვა ყველაში შენა მგონიხარ.
სხვა ქურთუკით, სხვა სიარულით, მიხვრა-მოხვრით, ამოოხვრითაც,
იმ ჩაფიქრებით, ყავის სმებით, გაფუებითაც,
სხვა ბავშვებით, სხვა ავადობით, სხვა ტკბილეულით,
სხვა გატაცებების დასიზმრებით, ოცნებების არასდროს ახდენით,
თუ მხოლოდ მუცელს უნდა ვემონოთო, ასე გვასწავლეს
სხვა ქმარი გყავს თითქოს, სხვას ეპრანჭები.
სხვა სამსახურიც გაქვს ამ სამის გარდა.
სხვა მეგობრებიც გვყავს ჩემ ერთის გარდა,
არც დაგიმალავს, მე დასამალი კოზირი მაინც არა ვარ.
სხვანაირია ახლა ქალები. სხვა სილამაზით,
ასფალტდაუგებელ ორღობეებში ჩამავალი მზით,
წარბის აწევით ლამინირებისას და თავისი ხუშტურებით.
თავსგამავალი ლოცვებითაც:
ვიცხოვრებ მარტო, ჩემი თავი მხოლოდ მე მომწონს,
არც რომ ვუყვარვარ ამ ჩემ არჩევანს,
მე ავირჩიე, გადავირჩევ ისე ადვილად,
როგორც ხელმეორედ, კარუსელით დანიშნული არჩევნები
ძველ კანდიდატს.
როგორც სიყვარული დაჩამიჩებული ურთიერთობების,
ტრამალების მგელის გამოვარდა სიმთვრალის პაუზებს შორის,
ყმუილი მხოლოდ მუცლის ტკივილისა შიმშილით,
არა ცომეულით, შოკოლადეულით, შაურმეულით..
ისე კი ელანდება მსუქანი ხორცი, მსუყე ცხოვრება
ახლა ვნებებით მსუბუქი ქარბუქი დაატყდა მხოლოდ
ქოლგა წამოიფარა, არ შემცივდეს, არ გამიხდეს გვერდებიო,
ისევ ისე გააგრძელა, მეჩემფერობით, მემუცელობით,
მეშენზედიდობით, მეჭკვიანობით, მეუკეთესიმეკუთვნობებით..
მისიჯიშისაარიანვერგამოვასწორებობით, კიდესხვასამსახურებსდავიმატებოღონდსახლშიარვიყობებით...
არ ჰქონია ნუთუ ის წამი ნეტარებით მფეთქავი ჟოლოს გახეთქვასავით,
დასაღეჭი და გადასაყლაპი დანარჩენი რისთვისაც ხდები შენი მე
და ფეხზე დადგომა დამჯდარი კამათელივით,
თავიდან გაგორება, არათაღლითური, არავაჭრული ცხოვრებისთვის..
შენთვის რაც გინდოდეს მასაც ის კამათელი გაუგორე და შედეგიც გეცოდინება,
საკუთარ თავთან არგამართლებით, უპატიებლად დამარცხებული იპოვე
და ამოქაჩე, შედეგისთვის პატიებით გამარჯვებული რომ დადგეს და ითვალე
ბაჭიები ჟონგლიორის ქუდიდან გადმომხტარი.
ნუ იქნები ცხოვრების ფინია, ნურც ჟონგლიორის ჯოხი,
იყავი თავად ცხოვრება და ჟონგლიორი,
მაშინ სიკეთისთვის თაღლითობაც გეპატიება,
დააჯერე ვიღაც რომ ასე კეთდება ცხოვრება,
არ გიჭირს, სულ არ გიჭირს ადამიანად ყოფნა,
ეს შენ აირჩიე, და რაც აირჩიე გიყვარს გჭირდება და თავის გზა აქვს შენს ხელწერას.
იყავი შენი თავი, შენი ქურთუკი, შენი შვილები, შენი ქმარი,
სულ შენ იყავი, ოღონდ სხვა არა!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები