ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2024


დაიფიცე

დაიფიცე
რომ ამ ზაფზულს
სულ სხვაგვარად იზაფხულებ
ჯერ არ გაშლილ ყვავილობას
არ დააზრობ ყინვით ფურცლებს

დაიფიცე რომ სხვის კარზე
მხოლოდ თხოვნით მიადგები
ყველა დედას აცლი დაწვნას
გვირილების, ლიანების.

ფიცი დადე რომ იფიცებ
გზებზე არ იწოწიალებ
ზამთარს აცლი დაზამთრებას
ალალბედზე არვის აკრებ!

მშობიარე დედის ცალ ფეხს
შეეშვები, დაივიწყებ!
ნაადრევად გაშლილ ყვავილს
არ დაფერთხავ ციდან ცისკენ.

დაიფიცე და იწამე
მონატრების ტკივილები
დაისვენე შენც სიკვდილო
დაიძინე - ძილი ნების!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები