ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2024


ბარდნის


რანაირი ხალხი ხართ..
ფერი თქვენ არ გადევთ
გული თქვენ არ გიფეთქავთ და
მეც იგივეს მაჩვევთ..
სულდაწრეტილ ღიმილებში
გულწრფელობას ამჩნევთ
და რაც მართლა წრფელი ნახეთ
ყველაფერი გაბნევთ.
ავდექი და გაგიცინეთ,
დამწამეთ რომ დაგცინით
ახალ წელს კი მომადექით
ხელში "ბანძი" საცივით.
გუშინ ერთმა მომაკითხა
ახუნძლულმა დარდით
თქვენიანიც გაგიწირავთ
როგორ გადაგვარდით..

ბარდნის, ბარდნის, როგორ ბარდნის
წითლად ბარდნის, სისხლად ბარდნის
ტკივილს ბარდნის, დარდებს ბარდნის.
უკვე სული მეხუთება, ისე მეშინია ვარდნის.

შუშის ბზარში შუქი ატანს
ნათლად ატანს, შესამჩნევად
გატყდა თქვენი "როუზ გოლდი"
დროა თავის სამშვიდებლად
გამოგონილ ილუზიებს მოწყდეთ,
დროა შესატევად
მოემზადოთ, და ოდესმე
სინამდვილის ნახოთ შუქი.
ვიცი, შიშისმომგვრელია
სიზმრის მერე ეს ქარბუქი
ახლა არა? აბა როდის.
გადის დრო და გადის ხანი
თქვენ კი ათი ათასობით
გმართებთ სამყაროსთან ვალი
გულწრფელობის, ღიაობის, მზაობის და მიმღებლობის
და თუ ახლა არ მიხვდებით,
დღეს თუ თვალებს არ აიხელთ,  აბა როდის??
თოვლი მოდის.

ისევ ბარდნის. როგორ ბარდნის..
წითლად ბარდნის. მძიმედ ბარდნის.
მე კი ისევ ძალზედ მზარავს
თქვენთან ერთად, შიში ვარდნის.
















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები