ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2024


მებაჟე-ოფიცერის ფიქრები

მაქვს ყველაფერი რაც მჭირდება
ვწერ და შთაგონებას ველი
მეტი საქმე და ნაკლები ფიქრი
არც ერთი დღე არაჩვეულებრივად არ გავს ერთმანეთს
ყავა და ჩაი ბრუტო და ნეტო
გამომგზავნი მიმღებ წამღები
გარკვეულია ცხოვრება დინჯი
აღარ ვღელავდე წვრილმან რამეზე
საათებშია გაწერილი ცხოვრება-რიტმი
მეტნაკლები გადაწონვებით
წუხილი საქმეზე ბოღმიანი შემოხედვებით
გვერდზე გადადვე
დღეს უფრო მშვიდი ჩიტებისთვის ყურის მიპყრობით
ფერებს შევიმჩნევ გაღიმებით ბევრსაც მოვიგებ
სილამაზეა შინაგანი მდგომარეობა
კმაყოფილება შენთავადყოფნა
საცხები ზოგი დამიობდა და გადავყარე
წუხილს ვუღიმი არაფერის რადგან მაქვს დარდი
შესრულებულ დავალებებში წუხილსაც- "არა"
ყველამ ვიცოდით ყველაფერი?- მაშინ მოვმკვდარვართ
სიკვდილის შემდეგ იგებ ყველაფერს თავიდან დაბადებით
მანამდე ვდუმვარ და ვამბობ რომ არ ვიცი
არც უნდა ვიცოდე ყველაფერი და მიხარია
რომ ვიცი როგორ გამოვიყენო ჩემი არცოდნა
ეს არის ყველაფერი და არაფერი ყველაფრისათვის.
წინსვლა თუნდ ფორთხვით
ღირებულებები არამთავარი წვრილმანებით
რაც ასე გამართავს
იცოდე მთავარი წვრილმანები თავად გაგეცნობიან
ძარღვს ჩაეჭიდე იყავი მუდამ ცოცხალი სანამ ხარ
არ მოკვდე სიკვდილამდე!

2023 საბაჟო



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები