ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2024


ჩემი გაბუტული ბედნიერება

მიყვარს ეს კედლები
ჩემი გაბუტული ბედნიერება
თითებზე დათვლილი
უჟმური და თავს დატეხილი საზღვარი
რეალობასა და წარმოსახვას შორის
მან გამომზარდა შოშიას ბარტყივით
პირღია და ღინღლიანი..
კონკიას ქოშივით იღბლიანი
დაუჯერბლებელ საბურველში გადმოჯღაპნილი, როგორც პრინცი დათვის ტყავში, ან მეფე ბაყაყი,
რომელიც გამართლებისთვის დაიბადა,
ამიტომაც ალაპარაკდა სიტყვები და საინები,
ნემსები და მახათები,
პაპიროსის ქაღალდები!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები