ქალები ისხდნენ წყაროზე, მოჰგავდნენ კუპრის ყვავ-ყორნებს. ვერავინ ვერ გადაურჩათ, ჭორებით ისე დაჰკორტნეს ... --- ცხოვრებამ, როგორც საფქვავმა, ბევრი ამბავი გადაფქვა. --- ადამიანი, ქვეყნად მოსული, სევდიანია და მარტოსული. --- წვიმა კანტი-კუნტი, სველი კატის კნუტი. --- - რა გნებავთ? - ლიმონიანი ჩაი. - ცხელია, ფრთხილად! ინებეთ, აი ... --- იქ, სადაც შვილი მამას სჯობს, იქ სიცოცხლეს გაუმარჯოს! --- როდესაც ერში სიცოცხლე ზეობს, ერი ასულობს და ერი ძეობს! --- როგორ ხდება, რომ სიკეთე ბოროტების იღებს სახეს, სიკეთის ქმნა თან ამონებს, თან ობობას ქსელში ახვევს? --- დროს უკვდავება მაშინ წაართვი, როცა დაცალე ქვიშის საათი. --- ნუ მოინდომებ სხვის ქადასა და ნაღებს, პირს ნუ დააღებ! --- თქვა თეთრმა ორქიდეამ: - ნახეთ ეს ჩემი ფრთები, მომხიბლა, ჰო, იდეამ! თეთრ მტრედად გავფრინდები. --- იმ ქალებმა, რომლებსაც სიყვარული პურზე მეტად შიოდათ, ფუფალასავით გამოიგონეს მათი ოცნების შიოლა. --- ეს ცხოვრება თამაშია, საიდუმლო ამაშია! --- წინწკლავს და წვიმს, თან მომწონს, თან მწყინს ... --- უფალმა შეგვქმნა და სამყაროზე მისი ხელია. მხოლოდ მან იცის, ვინ ბრძენია და ვინ კი ხელია. --- ყვავილების თაიგული პაწაწინა - წარსულია უკვე, ცხოვრებაა წინა ... --- ნაკუწებად დახეული თან მიჰქონდა ქროლვას ქარის - ვინ? სად? როდის? - ჩანაწერი მომაკვდავი ქონდაქარის. --- ° ქონდაქარი - ჯალათი ---
მზია თვალაბეიშვილი დაწერილია სხვადასხვა წლებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გულითადად გმადლობთ, მუხა და ელადა. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ.
გულითადად გმადლობთ, მუხა და ელადა. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ.
2. 1,2,9,11 ძალიან მომეწონა 1,2,9,11 ძალიან მომეწონა
1. შესანიშნავებია! უმაღლეს დონეზეა შერულებული. შესანიშნავებია! უმაღლეს დონეზეა შერულებული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|