 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2025 |
&^*% ვმუშაობ ყოველდღე გეიდებს ვაბამ მერე ვსეირნობ დერეფნებში შუქნიშნის ფერზე, მე დავინახე ყველაფერი რაც შენთან მაბამს, დასაბმელია შენი გული სხვა რამპებს ითხოვს.
^&^ საკუთარ რითმს ვეღარ ვუძლებ მას გავურბივარ, სხვას ვეძებ, სხვა მეყურება, შიგნით კიბე ჩავიყუდე ღვინის ბოთლივით, გამთბარ ღვინოსავით მომჟაო ნაკადი, რაც მეკუთვნოდა, ყლუპებად ვსვამდი. ცხოვრება იყო პირსაბანის ოქროსფერ სხივზე გამონათების ნაპერწკალით გაელვებული მერე დუმილით სიზმრის გახსენება მე თუ ვჩანდი მათთან საკმარი. სულ სხვანაირი შეკითხვებით ვერთვოდი სხივებს, მძიმედ მიტანდა სიბრმავე და სიყრუე სიტყვის. რომ ავიტანე ამ სახლიდნ დაგვის სათავე, მსხვილ თავთავებთან საცეკვაოდ დასხმული ღვინო.
*#*@ აღარც ლექსი მინდა, ახლა კექსი მინდა- ლიმნის არომატით ნოტიო, მერე გემი მინდა ზღვის ქაფის მელოდია გულზე შემომწყდარი ღილებად. მერე ძილი მინდა, ზღვაზე ტკბილი მინდა- მთები ჩამომშრალი ჩირებად. მერე წვიმა მინდა, გულში ჩახუტება უხმო ხეტიალი ჩანჩქერთან. ახლა ლექსი მინდა, კექსი დავაყოლოთ, ყავა ჩასაწური ლიმონით მერე დაღლა მინდა შენით გადაბარვა ყველა ტკივილის და წამების. ახლა ლექსი მინდა, ფორთოხლის კექსები და სიყვარული ალუბლით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა "ხიდი პოეზიის" :) გამიხარდა :)))))) მადლობა "ხიდი პოეზიის" :) გამიხარდა :))))))
3. სულ სხვანაირი შეკითხვებით ვერთვოდი სხივებს, მძიმედ მიტანდა სიბრმავე და სიყრუე სიტყვის.
საინტერესო ხედვაა და ლამაზად შესრულებული <3 სულ სხვანაირი შეკითხვებით ვერთვოდი სხივებს, მძიმედ მიტანდა სიბრმავე და სიყრუე სიტყვის.
საინტერესო ხედვაა და ლამაზად შესრულებული <3
2. გაიხარე მუხა!! მადლობა!! მოგიკითხე, გისურვე ბევრი სიყვარული და ტკბილეული :))))) გაიხარე მუხა!! მადლობა!! მოგიკითხე, გისურვე ბევრი სიყვარული და ტკბილეული :)))))
1. ძალიანი მომეწონა. მეც მინდოდა ლექსი, ფორთოხლის კექსით, სიყვარული ალუბალი და ამ ლექსით მივიღე, მადლობა. ძალიანი მომეწონა. მეც მინდოდა ლექსი, ფორთოხლის კექსით, სიყვარული ალუბალი და ამ ლექსით მივიღე, მადლობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|