ღრმად დაეუფლა მადა ხისტ ენებს და ემსგავსება კაცის რასა - ჭას. სული კი არა... ვგავართ სისტემებს და თავად ვხდებით მაკა რასაც ვჭამთ.
ლოცვა სისხლს მალავს, დრო შეიღება და გრძნობს ენაზე კვირეულ ქავილს და წმინდა მიწაც ჰომ, შეიძლება; მალავდეს ახალ იერუსალიმს.
არ დააპირებს ბრბო შენს მიღებას, ყელს გადაუსვა დრომ შვებით დანა. ლოცვა სისხლს მალავს, დრო შეიღება, კვდება პოეტი დროშებიანად!
მე მიწა მქვია, ძმა ვარ, მაკა, ცის, შენ კი სიკვდილზე ხარ დაწინდული. ქალი უზმნოა, ზმნა მამაკაცი, მდგომარეობას ვიღაც ყიდულობს,
მდგომარეობას ვიღაცა მალავს, მალავენ ნამდვილ ადამს და ევას. ლაგდება მთელი სამყარო მარა; " მიტოვებული ჩათების სევდას " ...
ჩაუსახლდება სული ყაისის, სიტყვათა დადგმა სულს ეცნაურა, კარზეა ვიღაც, თითქოს ხმა ისმის მაგრამ ხმა ხდება უცებ ხმაური.
სონეტის ფორმით ბღავის მავთული, დამსგავსებულა კაცის რასა - ჭას. ხალხი, ის არის, რასაც კადრულობს, ხალხი, ის არის, მაკა, რასაც ჭამს!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩვენო მიხაელ ბრძენო მოგვიტანე რამე ახალი, შენეული. ჩვენო მიხაელ ბრძენო მოგვიტანე რამე ახალი, შენეული.
2. ეს უკეთესია ;) ეს უკეთესია ;)
1. მიქაელ, მიქაელ დაბრძებულხარ! მიქაელ, მიქაელ დაბრძებულხარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|