დავალ წელში გამართული, მიწაა თუ მდელოა, სადაც ისმის ხმა ქართული, ყველგან საქართველოა.
ვიღაც ჩემს ლექსს კითხულობს და ვიღაც მღერის ,,ვარადას“, გული ისევ მარტყოფს ნატრობს, გული ნატრობს მარაბდას.
გული ნატრობს დიდგორს, შამქორს, ფარცხისს, ერწუხს, ბასიანს, ჩვენს წარსულზე მეგობრებთან ბევრჯერ მიბაასია.
ვიდრე მიცემს მკერდქვეშ გული, ვანუგეშებ დარდიანს... თაფლს წავისვამ ტანზე, ქებას ვეტყვი ცოტნე დადიანს.
სიზმრად ვხედავ დავითს, თამარს, მერაბს, ზვიადს, ილიას, მიყვარს ყველა, ვინც მამულის უღალატო შვილია.
ვინც ბოლომდე უერთგულა საქართველოს სალოცავს, გული ლოცავს დამაშვრალებს, კიდევ ბევრჯერ დალოცავს.
ისევ ვაქებ დიდ მოურავს, არასოდეს მწყინდება, გულს გიორგი სააკაძის ქება არ მოსწყინდება.
გაუმარჯოს გმირთა უკვდავ საქმეებს და სახელებს, ბებერ ტაოს, ბებერ კლარჯეთს, ბევრი რამის მნახველებს.
დავალ წელში გამართული, მიწაა თუ მდელოა, სადაც ისმის ხმა ქართული, ყველგან საქართველოა.
2025
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან ლამაზი ლექსია :) 5ქ ძალიან ლამაზი ლექსია :) 5ქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|