 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2025 |
რამდენჯერ უნდა მოიხარო წელში, რომ მისი სიმაღლე შენსაზე უკეთ წარმოაჩინო? რამდენჯერ უნდა მოიყარო მის წინაშე მუხლი, რომ თავისი სისუსტე თანდაყოლილი არ ეგონოს? ღრუბლებს შერთული იმას თუ ამჩნევს, როგორ დაავიწყე მის დასამშვიდებლად: თვალებს ცრემლი, ხმას- სიმყიფე, სახლს- მარტოობა, ღამეს- სიზმარი... წყლისფერ ვოლიერში შენი სილუეტი მოჩანს. ფსკერისაკენ დატოტვილხარ და მესმის, როგორი სიჯიუტით უმეორებ შენს თავს, რომ ბედნიერებაა ის, რაც დაიმართე. რომ ბედნიერებაა ის, რამაც სინამდვილეს მთელი სინათლის წელიწადით დაგაშორა. სიკეთით მომინანქრებული ზღაპრები კი, ღაწვებალეწილები მიყრდნობიან ერთმანეთს და ცდილობენ გადაგარწმუნონ, რომ ჭირი, ქატო მხოლოდ სხვისი არაა, არც ლხინი და ფქვილია მხოლოდ შენი. ამიტომ, უნდა გამოიღვიძო, სანამ მზე საბოლოოდ არ ჩასულა, სანამ ველურ ალუბალს ჯერაც შერჩენია სიტკბო სიმწიფის. გაიღვიძე. თუნდაც უხმოდ, მალულად. ოღონდ მალე. მალე გამოიღვიძე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გამოღვიძების დროაო, გვითხარით! :) დროულია. გამოღვიძების დროაო, გვითხარით! :) დროულია.
2. იშვიათად მომწონს ვერლიბრი. აქ, პირველივე წინადადებამ ჩამიჭირა, ბოლომდე გულის კანკალით ჩავიკითხე და გამიხარდა, რომ თანდათან, უფრო და უფრო გაძლიერდა!
თავგანწირვა ჭეშმარიტი სიყვარულის დამახასიათებელია და სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია, იქ რაღათქმაუნდა არის ბედნიერებაც!
5 იშვიათად მომწონს ვერლიბრი. აქ, პირველივე წინადადებამ ჩამიჭირა, ბოლომდე გულის კანკალით ჩავიკითხე და გამიხარდა, რომ თანდათან, უფრო და უფრო გაძლიერდა!
თავგანწირვა ჭეშმარიტი სიყვარულის დამახასიათებელია და სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია, იქ რაღათქმაუნდა არის ბედნიერებაც!
5
1. რომ ჭირი, ქატო მხოლოდ სხვისი არაა, არც ლხინი და ფქვილია მხოლოდ შენი
აქსიომაა. რომ ჭირი, ქატო მხოლოდ სხვისი არაა, არც ლხინი და ფქვილია მხოლოდ შენი
აქსიომაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|