 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2025 |
"მე გამუდმებით ვრისკავ საკუთარ თავს; მე სახიფათო თამაშს ვთამაშობ." - და ვიჭერ ახლა ამ სიტყვებს და ასეთ უამრავს რომელიც ჩემივე თავზეა და ისე ვიწყებ საუბარს როგორც დილით წვერის მპარსავი სარკეში ქაფის სამართებლით მოშორებისას.
ყოველ დილით ვდგავარ ჩემს წინაშე სარკეში. მე ვარ ჩემი საკუთარი მოწმე და ჩემი განაჩენი. სამართებელი თითქოს კითხვის ნიშნებს კვეთს ჩემს კანზე— ვისი სახეა ეს? ვინ უნდა ვიყო დღეს?
მე ვთამაშობ თამაშს, სადაც წესები არ ვიცი, მაგრამ გამარჯვება მაინც მსურს. ვდგავარ სიმაღლეზე, სადაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს დაცემას, და მაინც, მაცდურად ვიღიმი. რადგან ეს თამაში ერთადერთია, რაც ცხოვრებად ღირს.
მე არ ვეძებ სიმშვიდეს, რადგან იქ, სადაც სიმშვიდეა, თამაში მთავრდება. მე ვთამაშობ და ეს თამაში ჩემივე სისხლშია. ყოველ წამს მე ვწყვეტ, ვინ ვარ —და ეს თავისუფლება ყველაზე დიდი რისკია.
მე ვდგავარ სარკის წინ. პარსვის ქაფი—თითქოს დროის თეთრი ჩრდილი, რომელიც ჯერ არ მოშორებულა. სამართებელი ჩემს კანზე მოძრაობს, და ყოველი მოსმული ფენა არის ახალი მე, რომელსაც ვბადებ.
მე სახიფათო თამაშს ვთამაშობ თამაშს, რომელშიც მხოლოდ ერთი მოთამაშეა და გამარჯვებული არ არსებობს. მე გამუდმებით ვრისკავ საკუთარ თავს, რადგან მე არ მინდა დავრჩე ის, ვინც ვიყავი გუშინ. მე ვარ ის, ვინც გადადის საკუთარი ჩრდილის მეორე მხარეს. მე ვარ ის, ვინც ფენას ფენაზე აშიშვლებს სიმართლეს, რომელსაც ვერავინ დაინახავს. მე ვარ ის, ვინც ყოველ დილით ხელახლა იგონებს თავის სახეს, სანამ ქაფი საბოლოოდ გაქრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მძიმედ აღსაქმელია:)))) მძიმედ აღსაქმელია:))))
1. დიდი შრომატევადი ლექსი. დიდი შრომატევადი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|