ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2025


ჰაიკუები 2

მონიშნულია
წითელი დერეფანი,
რამპა დასველდა

გეზში წავედი
საბაჟოს მარხილებით
ტრამალი დამხვდა

მერამდენეა
ეს ზამთარი უძირო
ვარცლივით მშვიდი

სიცივემ უმტრო
მოყინვია ფესვიდან
ხეს საღი კბილი

შენი ღიმილი
ცას დაკიდული ჭერი
ქარიანში დუმს

უგულო სიტყვა
აღარ გაყურებინებს
ტკბილ საყურებელს

შევაღებ კარებს
შვილის დაყრილ საკენკად
კრიახი მრჩება

გავყარე დარდი
ფრთაგაშალა სახლებმა
დაემშვიდობა

სარკეზე წვიმდა
მეძავივით ამჩატდა
პრანჭია ქარი

ბარათი ტირის
მოსახდენი მოხდაო
შეახეს უცხოს

მალინა მესხა
ჭიქიდან ამომხტარი
ოქროს თევზივით

დავლიე ყავა
დავაყოლე სილაღე,
ქაფი თმენისა

მირკა 2025. 1 ოქტომბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები