ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2025


* * *

Მიყვარს განთიადი შენი.
გარეთაც ანთია შუქი,
სახლში აღარაფრის მთქმელი
დადუმებულია მუქი.
მუქი შენი თვალის ფერი.
Ჩემთან მობინადრე წუთი,
ვრცელი თვალებივით ვრცელი
შენი გათიშული შუქი
და მზე გადამრჩენი
შენი
თვალებია მუქი
ჩემი თვალებია შენი
გარეთაც ანთია შუქი
მიყვარს განთიადის მთქმელი
ჩემი ღამეული წუთი.
მიყვარს განთიადი შენი
გარეთაც ანთია შუქი,
Მთვარე ნაცრისფერი, სერი,
დაეხეტებოდა რუქით,
Გემებს ანათებდა მთვარე,
Მთვარე ანათებდა წუხელ.
Სადღაც ნაცრისდერი მგელი
სერი ფერებისკენ უხვევს
გარეთანათებდამთვარე
მთვარე ანათებდაწუხწლ,
მიყვარსგანთიადი შენი
ხელით გასათიში შუქი,
მზეზე შემომჯდარი ჩემი
უარაფრობათა ფუძე,
შენი სიყვარულის მთელი
გემი გავატანე ფურცელს,
Თვითმფრინავებიან
სცენის
გადმოვარდნებსაც კი უძლებს,
ჩემი აწყობილი გემი
თვითმფრიავიანი ფუძით,
განაფრენი არის? გემი.
მთვარის ხეტიალის რუქით,
Მუქი შენი თვალის ფერი?
შენი თვალის ფერი მუქი?
Განაფრენი არის გემი
როგორც ღამეული წუთი?
მიყვარს განთიადი შენი
გარეთაც ანთია შუქი.
სალში აღარაფრის მთმელი
დადუმებულია მუქი,
მუქი შენი თვალის ფერი,
Შენითვალის ფერი მუქი.
მიყვარს განთიადი შნეი
გარეტა ანტია შუქი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს