ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2025


ფოთოლცვენის ბლუზი

ხეებს მორღვევიათ ფერადი ფარჩები,
ქარი ფოთოლცვენის სევდიან ბლუზს უკრავს.
მზე კი ამ ფერების სიუხვეს ნაჩვევი,
ნელთბილ სახეს მალავს ღრუბლების ზურგს უკან...
ქარი ამ სეზონის ცნობილი "ბლუზმენი"
უკრავს გულისწყვეტას, ნაცნობს და სევდიანს...
ხეები ხელების ჩაქნევით უსმენენ,
ფოთლები ტოტებს კი უჩუმრად სწყდებიან.
და მერე მოჰგვანან  დაფანტულ მონეტებს,
და იცვლის გარემოც იერს და სამოსელს.
დროს ფოთოლცვენაზე დაწერილ სონეტში,
არ უნდა ნაღველზე სიტყვაც რომ წამოსცდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები