 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პროზა 12 იანვარი, 2026 |
%**
განა რამეა, სადმე "სინაგლე", შინაგანად ბოროტი თუ არ ხარ?!
÷=/ არაფერს გავცემ უადგილოდ, ყველაფერი მიზის თავის საზღვრებში.
₾&^ ადამიანის ჭყანვა მიყვარს, კლდეები რომ დაუხვდება და ალესილი პირს დაუჩლუნგებს.
^@* განა სადმე არის სხვა ცხოვრება, მე უკვე ვარ ნორჩი ხილი, ხვალ მატლიანი რომ არვის მოვეწონო.
^&% ინტუიცია მომავლის ცეცხლში გაგატარებს, ცეცხლში, რომელსაც ჯერ ვერ ხედავ, თუმც უკვე გწვავს.
[*]^( ადამიანი არ უნდა ითმინო, სიკეთე გაუკეთე და დატოვე თავის ადგილას, არც სახლში შემოახედო, სადაც შენი კოკრები ყვავილობს, ავი თვალი მათ ყველაზე მეტად აზიანებს.
€{} მეხატა გულზე სევდა და სიყვარული, უნდა მეცადა დნობა და გამთელება, ახლაც კარამელის ყალიბში ვხტივარ, ვინმემ ჩემგან "მამალო" მაინც ჩამოასხას.
¥$£ მიყვარს მარტოობა და დუმილის ქარცეცხლი, როცა არაცნობიერი ნაკადი გარემო ხმაურზე მეტად გტეხს ნაჭუჭიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|