ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2009


მე-თოჯინა (დაულაგებელი პროზა წერილად)

  შენი წერილი რომ წავიკითხე, ფიქრები დატრიალადა და ისევ ყირამალა დავეკიდე... ყირამალა, ყირამალა...

  დღეს ისე გაწვიმდა, ისე უცნაურად. განა აქამდე არ უწვიმია? მაგრამ დღეს რატომღაც ფეხშიშველი გასვლა მომინდა და ტერფებით დაღლა ისედაც არაქათ გამოცლილი დედამიწის. მერე? მერე კარი გავაღე რომ დაუფიქრებლად ჩამერბინა კიბეები და გავქცეულიყავი, მაგრამ...
  მეზობლის ქალს თურმე ისევ წნევა აწუხებს როგორც ყოველთვის, კიდევ თავის სტკივა და კიდევ წნევის აპარატი ესაჭიროება... შიზოიდური სახის ნაკვთები ჩამიცხრა და ოთახში მშვიდი ნაბიჯებით შემოვბრუნდი...

* * *
  ჩემი ოთახი შენც ხომ იცი, თოჯინების თეატრს ჰგავს. აქ ყოველ დღე ახალ-ახალი სპექტაკლების მოწმე ვხდები და ჩემი მსახიობობა მავიწყდება. რა ადვილია სხვას მშვიდად უყურო როგორ თამაშობს და უარეს შემთხვევაში შესწორებებიც შეიტანო. ხანდახან ვრეჟისორობ კიდეც... ხომ არ გაგიკვირდა? მერე რა. ხანდახან მეც მგონია რომ ვიღაცამ უჩინარი ძაფები შემაბა და თითებით მარიონეტივით მათამაშებს. ხან მაცეკვებს, ხან მამღერებს, ხან მატკენს და მეც ვტკივილობ სულამდე, არა სულამდე კი არა სულის ტკივილამდე ვტკივილობ. მერე ვიღლები, ძაფებიც სადღაც ქრება და ვიძინებ. ამ დროს მგონია რომ სული სხეულიდან გადის და მე მე აღარ ვარ, მე სხვაგან ვარ...


-დღეს ცუდ ხასიათზეა?
-არა, მაგას რას გაუგებ, არასდროს არაფერი ემჩნევა, ან ყველაფერი ერთად აწერია და მაინც ძნელია აღიქვა, რას ფიქრობს ან როგორ ხასიათზეა.
-გუშინ რამდენი იცინა არა? ისე მომწონს როცა იცინის
-როცა სტკივა მაშინ ბევრს იცინის
-შენ რა იცი?
-ბავშვობიდან ერთად ვართ
-როგორ შემოგინახა ამდენ ხანს?
-არასდროს უთამაშია...
-აბა შორიდან გიყურებდათ?
-თავის თავთან თამაში უფრო იზიდავდა,
-ბავშვოდა დაკარგა?
-არა, პირიქით გაიხანგრძლივა
-ვერ გავიგე
-შენ ვერც გაიგებ, ბავშვობიდან არ იცნობ და იმიტომ,
-არასდროს არაფერს ამბობს?
-იშვიათად
-მაინც როდის?
-როცა გვიღიმის ან როცა ტირის
-ხშირად ტირის?
-არა ძალიან იშვიათად, როცა ძალიანს სტკივა, როცა მოუშუშებელი იარები ჩნდება მის სხეულში და როცა მტკიცედ გადაწყვეტს რომ გულს აღარასდროს იტკენს. უცნაურია, მარტო ჩვენს დასანახად თუ იტირებს, თორემ ისე...
-მე რაც აქ ვარ, არასდროს უტირია
-შენ სულ ახალბედა ხარ

  იმდღეს მეგობარმა კიდევ ერთი თოჯინა მაჩუქა და სხვა თოჯინების გვერძე მივუჩინე ადგილი. ხომ იცი ჩემი თეატრი როგორი მრავალფეროვანია.

* * *
  დღეს გარეთ ვერ ვირბინე ფეხშიშველმა. ეს ხომ უკვე მოგიყევი, მაგრამ სამაგიეროდ იმდღეს დავდექი და ხალხში ხმამაღლა ვიყვირე რომ გიჟი ვარ. იცი როგორ მესიამოვნა გარშემო მყოფების გაკვირვებული თვალები და გაღიმებული სახეები? გაღიმებული კი არა დამცინავი სახეები. რავიცი ალბათ თავი ჩემზე ჭკვიანი ეგონათ და უხაროდათ... მეკიდევ გულში მეცინება, ახლაც მეცინება, შენ ხომ იცი რომ მათზე ბევრად ჭკვიანიც ვარ და გამბედავიც. შენ ხომ იცი რომ ჩემი სისულელეები ეს ჩემი სამყაროა, უცნაური და მარტო ჩემი. შენც ჩემი სამყაროს ნაწილი ხარ.

* * *
  მე ერთი სულელი ბავშვი ვარ, მოგიჟო სისულელეების მატარებელი, რომელიც ბავშვობას ვერ თმობს და ოთახში ინახავს. მერე, როცა იღლება გარბის, გარბის და აფრენს... ფრიიიიიიი

  ყირამალა, ყირამალა, ყირამალა!!!!
ჩემი ყირამალა სამყარო საოცარია, დამიჯერეთ :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები