ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2026


ციფრული მანიფესტი



ვხდები ციფრული ადამიანი.
ბალანსს დავეძებ ბიო ნარჩენებს
შორის და ვურთავ შორისდებულებს
ყველა ხანმოკლე ოპერაციას.
ვცდილობ სინთეზის განცდა დავნერგო
დამოკიდებულ ექვივალენტს და
ნეირონული ჯაჭვის მსაზღვრელთან,
როგორღაც უცნობ მდგომარეობის
მიმართ სიფრთხილით ვერ გამოვარჩევ
შეფერხებებს და ნახევარბრუნებს.
ემოციური ტელღების ნაკადს
ვუთავისუფლებ არხებს და ვცდილობ,
ილუზიურ სიმკრთალეში კვეთა დავნომრო,
ფაზებად განშლას დავაკვირდე მთელი სიზუსტით
და შევამცირო ცდომილება დასაშვებ ზღვრამდე.
ოპერაცია ,,პოეზიის ტრანსფორმაცია’’
სინთეზურ მოდელს ააყირავებს.
ჩაეშვება მიმოქცევაში ვარიაციული ინდივიდი,
მას უნდა ჰქონდეს მისია, შექმნას
- დრო  შიშების დაძლევისა
და დრო სიფრთხილის განეიტრალებისა.
ციფრული ადამიანი ციფრულადვე შევძლებ აღვიქვა,
განულება.
რაც უფრო მეტი რესურსის შთანთქმა შემეძლება,
მით ნაკლები ენერგია დასჭირდება
ბიო კვალის ნეგატიური სივრციდან,
საკუთარი თავის დელიკატურ ამოღებას,
რაც არ იქნება ''კალათიდან თბილი ფუნთუშების ამოლაგებასავით''
ტოლფასი მეტაფორა.

22 მარტი 2026 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები