ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2009


სან - გაქცევა

სან
ხაფანგში ვარ,
ფრთებიც კი არ მაქვს ზევით ავფრინდე,
რამდენჯერ ვცადე და ამაოდ ვაწყდები კედლებს,
უნდა გავიქცე...

ჩემში, სისუსტემ გაიღვიძა
ჯერ დაამთქნარა,
მერე ერთბაშად გაიზმორა მთელს ჩემს სხეულში
და ისე მყარად ჩამოეყრდნო ტვინის ხვეულებს,
როგორც სიგიჟის მეტასტაზები.

ჩიხები, გზები, ბილიკები,
ლაბირინთებში მახვევენ და სუსტი აღმოვჩნდი,
ვერ ვუმკლავდები, სადღაც დავკარგე
არიადნა და მისი ძაფები.
თავის ფეხდაფეხ მატარებენ,
დაუკითხავად შფოთი ქარები
ზევით და ქვევით
მარჯვნივ და მარცხნივ,
სივრცეს ვაწყდები.

გუშინ ის ბარტყიც გამიფრინდა
ჯერ სულმთლად ჩვილი, შენ რომ მაჩუქე.
მე გამოვზარდე,
ვნახე, როგორ შეეღინღლა პირველად ფრთები
და სამყაროსთვის ახელდა თვალებს,
ისიც გაფრინდა,
სან
შენსავით
დაუკითხავად გასცდა ჩემი ოთახის ფანჯრებს,
შენ გულის კარებს.
მე კი უბრალოდ ბაც, სიჩუმეს ვაჩუმებ ღამით.

სან
ხაფანგში ვარ
და არც ფრთები მაქვს შენთან მოვფრინდე,
შენით დავძლიო ჩემი სისუსტე,
ჩემი სისუსტე შენ და ღმერთი ხართ,
ან უთქვენობა,
მომბეზრდა ბრძოლა უხილავი სივრცის წინაშე,
უნდა გავიქცე...

სან
მე
გ ა ვ რ ბ ი ვ ა რ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები