ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2008


მაშენებს ვიღაც

მე სიტყვები ვარ. სიტყვის კუბებით
მაშენებს ბედი - ჭკვიანი ბავშვი,
და ჯერ არ ვიცი, რა ვარ მე, კიბე?
კოშკი - რომელსაც სიმძიმე დაშლის?
თუ რაიმე სხვა, რაც დაინგრევა,
სწორედ როდესაც მთავრდება, მაშინ...

მაშენებს ვიღაც; ერთობა ვიღაც;
აქ სიტყვა "ლექსით", იქ სიტყვა "ტაშით";
რომ არ წავიქცე, აქეთ, ორ რიგად
"დედის ლოცვით" და "ტირილით ბავშვის..."
ბოლომდე გავძლებ, თუ წავიქცევი
სწორედ როდესაც ვმთავრდები, მაშინ?..

სიმძიმე ცრემლის ბზარს თუ დამამჩნევს
დაფარავს ღიმილის ნაზი არშიით,
მაგრამ ღიმილი რას გადამარჩენს,
ღიმილი როგორ ამიყვანს ცაში...
გავიგებ, რა ვარ, თუ დავინგრევი
სწორედ როდესაც ვმთავრდები, მაშინ?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს