ყოველ საღამოს მეორდება ერთი ფრაგმენტი: ვიძინებთ მარტო, სხვადასხვა მისამართზე, სიზმრებს კი საერთოს ვხედავთ: ისევ ერთად ვართ და ერთ ბალიშს ვანდობთ ერთ ფიქრებს, ისევ იღება ქარისგან კარი და გაფრენილი სარკმელში ფარდა, ხელს ანცად გვიქნევს, არ კეტავ კარს და არ კეტავ სარკმელს, ოთახში ელი ვარსკვლავთა ცვენას და მელანდება, რომ გიჟი ქარი წუთიც და ჩვენსავით აიდგამს ენას. სიზმარში ყველა ერთად ვართ ისევ, მე, შენ და მთვარე, შენ, მე და მზე და ცა საოცარი, მინებზე ცეკვავს ცისფერი წვიმა, შეყვარებული ფიქრის ცახცახით. ყოველი დილა მეორდება ერთი ფრაგმენტით: გამოვიღვიძებ შენ კი სხვაგან ხარ, სხვაგან გეძინა, სხვა მისამართზე, იქნებ არ მინდა თავს გამოვუტყდე და ამიტომაც ყოველ დილით ვიგონებ სცენას: სხვაგან გეძინა, სხვა მისამართზე, მაგრამ სიზმარი საერთო ვნახეთ და დილით, როცა ჩახედე სარკეს, იქ დაგხვდა ჩემი მძინარი სახე... დაწვდი ჩემს ტუჩებს უფლისწულივით და სიზმრიდან გამომიყვანე. მოდი, ისევ ერთ მისამართზე დავიძინოთ და მონატრული საერთო ფიქრები გავანდოთ სა-ერთ-ო ბალიშს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. სასიამოვნო ავტორი ხარ... სასიამოვნო ავტორი ხარ...
18. ზედმეტი სენტიმეტალიზმი:) მარიანა სახლიდან გაიქცა ალბერტო და ეგებ მოაბრუნო ა?:) ცუდი ნაწერია:) ავტორმა მაპატიოს: ზედმეტი სენტიმეტალიზმი:) მარიანა სახლიდან გაიქცა ალბერტო და ეგებ მოაბრუნო ა?:) ცუდი ნაწერია:) ავტორმა მაპატიოს:
16. ძალიან საყვარელი ლექსია.. მართლა მართლა :) ძალიან საყვარელი ლექსია.. მართლა მართლა :)
15. ემოციურია და სასიამოვნო :) გაიხარე! ემოციურია და სასიამოვნო :) გაიხარე!
13. მომეწონა და ძალიან გამიხარდა, რომ პოეტესა გავიცანი5:) მომეწონა და ძალიან გამიხარდა, რომ პოეტესა გავიცანი5:)
11. მე, შენ და მთვარე, შენ, მე და მზე და ცა საოცარი, მინებზე ცეკვავს ცისფერი წვიმა,
რა კარგი საზოგადოებაა... 5
მე, შენ და მთვარე, შენ, მე და მზე და ცა საოცარი, მინებზე ცეკვავს ცისფერი წვიმა,
რა კარგი საზოგადოებაა... 5
10. ცა საოცარი:) ცა საოცარი:)
9. მოდი, ისევ ერთ მისამართზე დავიძინოთ და მონატრული საერთო ფიქრები გავანდოთ სა-ერთ-ო ბალიშს.
კარგია... :) მოდი, ისევ ერთ მისამართზე დავიძინოთ და მონატრული საერთო ფიქრები გავანდოთ სა-ერთ-ო ბალიშს.
კარგია... :)
8. აგერ რამდენი ხანია არ შემოვსულვარ ურაკზე და უბრალოდ შემოვიჭყიტე ნაწარმოებებში, შენ კი ისევ გენიალური ხარ მე ძალიან მომწონს შენი პოეზია და ეს სიტყვები ვერ გამოხატავს როგორ მომწონს ... აგერ რამდენი ხანია არ შემოვსულვარ ურაკზე და უბრალოდ შემოვიჭყიტე ნაწარმოებებში, შენ კი ისევ გენიალური ხარ მე ძალიან მომწონს შენი პოეზია და ეს სიტყვები ვერ გამოხატავს როგორ მომწონს ...
7. შენა, სად იყავი რომ არ იყავი?
ჩვენი ძმაკაცი /თუ დაქალი აღარ მახსოვს/ მომიკითხე და დრუნჩზე აკოცე:) შენა, სად იყავი რომ არ იყავი?
ჩვენი ძმაკაცი /თუ დაქალი აღარ მახსოვს/ მომიკითხე და დრუნჩზე აკოცე:)
4. დავიძინოთ, რა პრობლემაა :)) :)) :)) დავიძინოთ, რა პრობლემაა :)) :)) :))
3. იქნებ არ მინდა თავს გამოვუტყდე და ამიტომაც ყოველ დილით ვიგონებ სცენას: სხვაგან გეძინა, სხვა მისამართზე, მაგრამ სიზმარი საერთო ვნახეთ.................. იქნებ არ მინდა თავს გამოვუტყდე და ამიტომაც ყოველ დილით ვიგონებ სცენას: სხვაგან გეძინა, სხვა მისამართზე, მაგრამ სიზმარი საერთო ვნახეთ..................
2. შინაარსიანია. შინაარსიანია.
1. ურიტმო ვერლიბრია... ცისფერი წვიმა<<<<<<< ცისფერის ასოცირება რასთან ხდება? ეს პოეზია არაა! შინაარსობრივად არაუშავს... ურიტმო ვერლიბრია... ცისფერი წვიმა<<<<<<< ცისფერის ასოცირება რასთან ხდება? ეს პოეზია არაა! შინაარსობრივად არაუშავს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|