ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2009


დაგკარგავს, გაგიშვებს

განაბული შველივით მოფრთხიალეა  შენი გული,
წარბები მიგიგავს ტევრიან მთებს.
თვალებში ვნების რამპა  გიკიანთებს
დახრილი წამწამებით შენიღბული.

გაზაფხულს მოჰყევი ნაზამთრალ ვნებებით,
მომეკარი სუნთქვით, სუნთქვა ამიმღვრიე,
ფარდა ტუჩებს შორის კოცნით გამირღვიე:
დაფარულ მიჯნებს მაინც არ ვნებდებით.

არ მინდა გაკოცო, შეგეხო სინაზეს,
ვიცი, ვერ გაუძლებ ვნებიან ქარიშხლებს,
უგულო, უგრძნობი ხელს მალე გაგიშვებს.

ვიცი, დავარდები ვარდი სველ სილაზე,
არ მინდა, შვლის ნუკრო, ცრემლები გაგიშრეს.
უგულო პოეტი დაგკარგავს, გაგიშვებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს