ანიკო გარდაიცვალა, დიდი ოჯახის დიასახლისი... ქმარი, დედამთილ-მამამთილი, უცოლო მაზლი და ოთხი შვილი – ანიკოს მოსავლელი იყო ყველა.
ეეჰ, რამდენი შრომა უწევდა! დილას მეუღლეს და მაზლს სამუშაოზე გააცილებდა, ბავშვებს სკოლაში გაისტუმრებდა, დედამთილ-მამამთილს დააპურებდა, სახლს მიალაგებდა, სადილს გააკეთებდა და... თვითონაც სამსახურში გარბოდა: თორმეტ საათზე ეწყებოდა და საღამოს შვიდზე უმთავრდებოდა. შესვენების გარეშე მუშაობდა, რომ დილას ადრე არ წასულიყო სამსახურში და სახლის საქმე მოესწრო!..
ყოველ საღამოს - პროდუქტით სავსე დიდი და მძიმე ჩანთები მოჰქონდა სახლში, - ამდენ ხალხს ჭამა არ უნდოდა?.. ამ ჩანთების თრევით მაიმუნივით უგრძელდებოდა ხელები.
- ანიკო, სუფრა გაშალე, ქალო, სტუმრები გვეყოლება დღესა!... ჩიტის რძე არ აკლდეჲ სუფრასა, იცოდე!..
- ანიკო, ბავშვმა ჩაიფსა-მგონია... კი არაფერი ეტყობა გარედანა, მარა... გენახა მაინცა?... ....... - ანიკო, ბაზარში რომ წახვალ, იქნებ ხუთი-ექვსი კილო კარტოფილი გამამიყოლო ხელსა?... ხო, და კიდევ სამიოდე კილო ხორციც მააყოლე... ....... - დედა, წიგნი უნდა მიყიდო!... მხოლოდ დიდ მაღაზიაში იყიდებაოოოო… ...... - დედა, ხვალ კრებაა სკოლაში... ....... - დედა, საღამოს რესტორანში მივდივართ და… ფული მჭირდება!... ....... - დედა, ეს ჭიქა ცოტა გასარეცხია... მე რომ წყალი დავლიე, არ გაგირეცხავს მერე? ნაწუნწკლი ეტყობა!... ....... - ანიკოოო... ....... - დედაააა... ........ - ანიკოოოო... .........
ვეღარ გაუძლო საბრალო ანიკოს საბრალო გულმა და... გაჩერდა! უხმოდ, უჩუმრად წავიდა... ტკივილის გარეშე – დიდი ტკივილის ფასად!
* * * დატრიალდნენ ოჯახის წევრები. მუხის სასახლეში ჩააწვინეს... ყვავილებით გაამშვენეს ოთახი... ისედაც ლამაზი ანიკოს ყველაზე ლამაზი სურათი გაადიდეს და კედელზე ჩამოკიდეს... ბევრი ცრემლიც დაადინეს, ბევრი ჭორიც მიაყოლეს კუდში...
ანიკო ოთახის კუთხეში მიყუჟულიყო და იქიდან ადევნებდა თვალს თავისი ჭირისუფლისა თუ უამრავი მოსამძიმრის ფუსფუსსა და სევდა-ვარამს.
“რა ვქნა, რა გიყოთ? იქნებ დავბრუნებულიყავი კიდეცა, მაგრამ... მინდა კია? უი, არააა, ეგოისტი კი არ ვარ, მაგრამ... დავიღალე! გასკდა გული! სიცოცხლეში არავინ მყავდა გულშემატკივარი, არავის ვეცოდებოდი და ვებრალებოდი... ახლა გაიგიჟეს თავები! ნეტა, მართლა ასე ვუყვარდი ამ ხალხს? თუ, უბრალოდ, წესი მოითხოვს ამნაირ გლოვას?... აი, ჩემი საბრალო ქმარი... სამზარეულოჲკენ მიდის... გავყვები უკან! ნეტა, იგრძნობს ჩემს აქ ყოფნას თუ ვერ მიხვდება ვერაფერს?”
ანიკო ქმარს სამზარეულოში გაჰყვა. ახლოს მივიდა, მის მხარს ჩამოაყრდნო თავი...
“ეეჰ, ანიკო, ანიკო... - მოესმა ანიკოს რაღაც ჩურჩული... ყურთასმენა დაძაბა, რომ რამე გაეგონა. - ეგ არი შენი სიყვარული? ეგ არი შენი ქალობა?... იმ დღეჲ ხომ გთხოვე, ბაზრობიდან საროჩკა წამამიღე-მეთქი? თანაც შავი მინდოდა... ი ბაზრობაზე რომ არ გამხდარიყავ ცუდათ და გეყიდა, ხო არ გამიხდებოდა საძებარი, ჰაა?... ან ეს სამზარეულო რაჲ გავს?... არა, რააა... რა დროჲ სიკვდილი იყო ახლა, ჰა? მაინდომა დასვენება და კაი ცხოვრება!... ვინ დაალაგებს ახლა სახლს? ვინ გააკეთებს საჭმელს?... მაშ ღირსი არა ხააარ, რომ სულ არ დაგასაფლაოთ და ასე დაგტოვოთ მიწის ზევით, ლენინივითა?...“
გაოგნდა ანიკო... გაშტერდა... ყურებს არ უჯერებდა! გაბრაზდა და როგორ გაბრაზდა! აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა! ერთი პირობა, იფიქრა, “მოდი ამასაც ხელს გავაყოლებო”, მაგრამ... გაახსენდა, რომ მაშინ ერთად მოხვდებოდნენ ორივენი და მერე იქაც მოსავლელი გაუხდებოდა!! შეეცოდა თავისი თავი, საიქიოშიც კი რომ არ დაასვენებდნენ სათანადოდ!
გაბრაზებული აფრინდა ანიკო და ისევ ოთახის კუთხეში, ფარდის კარნიზზე ჩამოჯდა.
* * * მოვიდა დაკრძალვის დღე...… მოახლოვდა გამოსვენების საათიც... სასახლე მხარზე გაიდეს და... ის იყო, სახლიდან უნდა გამოესვენებინათ, რომ ქმარმა იყვირა: - არ გაიყვანოთ! არ გაიყვანოთ ჯერა! დააბრუნეთ! - რას ამბობ, კაცო? სირცხვილია! კაცი ხარ და მოთმინება გმართებს! - მე იმაჲ კი არ ვამბობ, სულ არ გაასვენოთ-მეთქი? ჯერ სამზარეულოში შაასვენეთ! ნახოჲ, ერთი, რომ მიდის და ტოვებს აქაურობაჲ, ვის ხელში ტოვებს?! ნახოჲ, რად მოაქციეს მაგიჲ დალაგებული სახლი! და თუ სინდისი აქ, - მერე წავიდეჲ! რომ მამინდომა გაგულავება და კაი ცხოვრება, ჩვენ, რა, ხალხი არა ვააართ?... მე რა მეშველება, მაშ არ უნდა ეფიქრააა?... - შენა, შვილო, შაშინებული ხომ არა ხარ?! სირცხვილია! - სირცხვილი! მაშ ის არ არი სირცხვილი, ასე რომ დაგვყარა ტიალ-უპატრონოდ? მააბრუნეთ და ოთახში შაასვენეთ-მეთქი!... მიხომ იმხელა ხმაზე დაიწყო ყვირილი, დაბლა ჩასულმა სხვა ჭირისუფლებმა იფიქრეს, “დიდი მწუხარების გამო ხმამაღლა ატირდ-აყვირდაო” და თავადაც ცრემლებად აღვარღვარდნენ.
- სირცხვილია-მეთქი, მიხო! გზიდან ჩამოგვეცალე! - არა-მეთქი, არა!...
და უცებ კაცებს სამზარეულოდან წყლის ხმაური შემოესმათ. თავიდან იფიქრეს, “ეს ხმა ეზოდან მოდისო”... მაგრამ წყალი აშკარად სამზარეულოში მოთქრიალებდა. - მილი გასკდა თუ რა მოხდა ნეტაი, ჰაა? მიხო, სამზარეულოში წყალია მოშვებული. - ჰოდა იყოჲ! მე არ დავიძვრები ამ ადგილიდანა! - ვაააახ, კაცოოო, არსად მიგვყავ ანიკოი! სამზარეულოი გახედე-თქო, მიხო!
მიხომ ნელა გადადგა ფეხი სამზარეულოსკენ, იმის შიშით, ანიკოს ცხედარი არ გააქცუნონ და მერე როგო-ღა მოვაბრუნებო?!
სამზარეულოში გასული – ადგილს შეეზარდა! სამზარეულო გულდაგულ დაელაგებინა ვიღაცას, ჭურჭელიც აელაგებინა, ქვაბებიც მიეწყო!... მოკლედ ყველაფერს ეტყობოდა ანიკოს მადლიანი ხელი!
ანიკო კი ჭერს აჰკვროდა შიშით, - “მიხომ კიდევ რამე არ მაიგონოს და აქ არ დამტოვოსო!” და როდესაც მიხოს ყვირილის ხმა შემოესმა, - “აი, ხო ვამბობდი!... აჰანდე, არ მიალაგ-მაალაგა, განა? არსადაც აღარ მიმყავ! აქ იყოჲ! სახლიჲ დალაგებაჲ ასეც შაუძლია და...” – ანიკო უჯრას ეცა, მინაზე საწერი ფანქარი გამოიღო (რომელსაც ქილების დასანომრ-დასასათაურებლად ხმარობდა-ხოლმე), ოთახში შეფრინდა და თავის სურათს ჯერ მიაწერა: “დამტოვებ, არაა?” და მერე სამი თითის კომბინაცია მიახატა ისე ლამაზად, თავადაც გაუკვირდა, - ნეტა, ხატვა როდისღა ვიცოდიო?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. ახლა წავიკითხე და გამამხიარულა ( მოტხრობამ, ანიკოს სიკვდილმა კი არა ) წაკითხული კი მქონდა, მაგრამ თურმე შეფასება არ მიმიცია ახლა ვასწორებ დანაშაულს :)
5 ქულა ჩემგან ახლა წავიკითხე და გამამხიარულა ( მოტხრობამ, ანიკოს სიკვდილმა კი არა ) წაკითხული კი მქონდა, მაგრამ თურმე შეფასება არ მიმიცია ახლა ვასწორებ დანაშაულს :)
5 ქულა ჩემგან
48. ეს გასწორებული ვერსიაა.... :)))) მადლობა ბ-ნ მიშა რატიანს! ეს გასწორებული ვერსიაა.... :)))) მადლობა ბ-ნ მიშა რატიანს!
47. თამრო, ეს ლიტ.გე-ზე მქონდა წაკითხული. :) :) :) მაგრამ მაშინ ახალი ვიყავი და ავტორებს ვერ ვიმახსოვრებდი. :)) ძალიან მაგარია! :)))) საწყალი ანიკო! :)) საქართველოში ყველა ანიკოები არ ვართ?! :)))
პატივისცემით: ტენდი თამრო, ეს ლიტ.გე-ზე მქონდა წაკითხული. :) :) :) მაგრამ მაშინ ახალი ვიყავი და ავტორებს ვერ ვიმახსოვრებდი. :)) ძალიან მაგარია! :)))) საწყალი ანიკო! :)) საქართველოში ყველა ანიკოები არ ვართ?! :)))
პატივისცემით: ტენდი
46. არ ვიცი,მერამდენედ მოვდივარ აქ.მენატრება ხოლმე,როცა ჩემი სული მიჭერს-ანიკოს ვაკითხავ და მშველის:)
გაბრაზდა და როგორ გაბრაზდა! აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა! ერთი პირობა, იფიქრა, “მოდი ამასაც ხელს გავაყოლებო”, მაგრამ... გაახსენდა, რომ მაშინ ერთად მოხვდებოდნენ ორივენი და მერე იქაც მოსავლელი გაუხდებოდა!! შეეცოდა თავისი თავი, საიქიოშიც კი რომ არ დაასვენებდნენ სათანადოდ!
გაბრაზებული აფრინდა ანიკო და ისევ ოთახის კუთხეში, ფარდის კარნიზზე ჩამოჯდა არ ვიცი,მერამდენედ მოვდივარ აქ.მენატრება ხოლმე,როცა ჩემი სული მიჭერს-ანიკოს ვაკითხავ და მშველის:)
გაბრაზდა და როგორ გაბრაზდა! აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა! ერთი პირობა, იფიქრა, “მოდი ამასაც ხელს გავაყოლებო”, მაგრამ... გაახსენდა, რომ მაშინ ერთად მოხვდებოდნენ ორივენი და მერე იქაც მოსავლელი გაუხდებოდა!! შეეცოდა თავისი თავი, საიქიოშიც კი რომ არ დაასვენებდნენ სათანადოდ!
გაბრაზებული აფრინდა ანიკო და ისევ ოთახის კუთხეში, ფარდის კარნიზზე ჩამოჯდა
45. უი, ამ ანიკოსთან მოდიოდი? მე ვიფიქრე, მეგობარი ჰყავს ანიკო და გულს გადააყოლებს-მეთქი... :))))))))))))))))) უი, ამ ანიკოსთან მოდიოდი? მე ვიფიქრე, მეგობარი ჰყავს ანიკო და გულს გადააყოლებს-მეთქი... :)))))))))))))))))
44. ანიკო კი ჭერს აჰკვროდა შიშით, - “მიხომ კიდევ რამე არ მაიგონოს და აქ არ დამტოვოსო!” ანიკო კი ჭერს აჰკვროდა შიშით, - “მიხომ კიდევ რამე არ მაიგონოს და აქ არ დამტოვოსო!”
42. მაგარი ხარ თამარ:) მოტხრობა მოტხრობად ხომ მაგარია და თან ხალხსაც რომ სიმართლის სათქმელად განაწყობ:) კი მიხვდები შენ ვისაც ეხება> მაგარი ხარ თამარ:) მოტხრობა მოტხრობად ხომ მაგარია და თან ხალხსაც რომ სიმართლის სათქმელად განაწყობ:) კი მიხვდები შენ ვისაც ეხება>
41. თამარ ქალო,კიდე მოვბოდიალდი ამ გვერდზე..პირველად 2 დღე ვხალისობდი,სხვასაც ვუკითხავდი.ელექსირი ხარ ,სიცოცხლის და ხალისის ელექსირი.. თამარ ქალო,კიდე მოვბოდიალდი ამ გვერდზე..პირველად 2 დღე ვხალისობდი,სხვასაც ვუკითხავდი.ელექსირი ხარ ,სიცოცხლის და ხალისის ელექსირი..
40. ეს მოთხრობა როგორ არ მახსოვს. სატაური არ მახსოვდა. მაგარზე მაგარია. ეს მოთხრობა როგორ არ მახსოვს. სატაური არ მახსოვდა. მაგარზე მაგარია.
39. 555. ისე, მეც ისეთი მუტრუკი ვიყავი, ცხონებულ დედაჩემს ხატვა კი არა, მგონი ძერწვაც დავაწყებინე. აცხონოს ღმერთმა ანიკოც და დედაჩემიც... ვინცაა ღირსი კიდევ! 555. ისე, მეც ისეთი მუტრუკი ვიყავი, ცხონებულ დედაჩემს ხატვა კი არა, მგონი ძერწვაც დავაწყებინე. აცხონოს ღმერთმა ანიკოც და დედაჩემიც... ვინცაა ღირსი კიდევ!
36. მაგარიაა, ბევრიც ვიცინე, თქვენ რომ კითხულობთ ბევრად ჯობია. მაგარიაა, ბევრიც ვიცინე, თქვენ რომ კითხულობთ ბევრად ჯობია.
35. მოკლედ რას არ დაწერს ქალის ფანტაზია და რამდენად კარგად გამოსდის ხოლმე ქალს ფანტაზია ... ძალიან მომეწონა :) მოკლედ რას არ დაწერს ქალის ფანტაზია და რამდენად კარგად გამოსდის ხოლმე ქალს ფანტაზია ... ძალიან მომეწონა :)
34. თამარ, მაგარი ფსიქოლოგი ხარ.შემოგევლე,ძალიან მომეწონა. თამარ, მაგარი ფსიქოლოგი ხარ.შემოგევლე,ძალიან მომეწონა.
33. ძალიან მომეწონა, სიამოვნებით დაგიწერდი 10 რომ შემეძლოს ძალიან მომეწონა, სიამოვნებით დაგიწერდი 10 რომ შემეძლოს
32. შემოსცხო ერთი, გადააგდო :D :)) :)) :)) კაი იყო ნამდვილად, ისე ახია ანიკოზე, მაგდენს რომ ითმენდა აბა რა ეგონა? ღორის ტილს ფეხზე თუ დაისვამ, თავზე აგაცოცდებაო! მიხოსნაირებს კი ერთი მაგრად უნდა მოადო სახეში და მერე დაწყნარდებიან :)) შემოსცხო ერთი, გადააგდო :D :)) :)) :)) კაი იყო ნამდვილად, ისე ახია ანიკოზე, მაგდენს რომ ითმენდა აბა რა ეგონა? ღორის ტილს ფეხზე თუ დაისვამ, თავზე აგაცოცდებაო! მიხოსნაირებს კი ერთი მაგრად უნდა მოადო სახეში და მერე დაწყნარდებიან :))
31. რა დროი სიკვდილი იყო ახლა, ჰა? მოინდომა დასვენება და კაი ცხოვრება!... ვინ დაალაგებს ახლა სახლს? ვინ გააკეთებს საჭმელს?... :)) ვაააააააა რა ვიხალისეეეეეეეე :)) რა დროი სიკვდილი იყო ახლა, ჰა? მოინდომა დასვენება და კაი ცხოვრება!... ვინ დაალაგებს ახლა სახლს? ვინ გააკეთებს საჭმელს?... :)) ვაააააააა რა ვიხალისეეეეეეეე :))
30. +5 ძალიან მაგარი იყო ... :) +5 ძალიან მაგარი იყო ... :)
28. :)) ვაიმეეე, მაგარია ძალიან!!! რამდენი ვიცინეეე :)) :)) ვაიმეეე, მაგარია ძალიან!!! რამდენი ვიცინეეე :))
27. არა, რამ მოგაფიქრა ახლა ეს?! ვიხალისე! :D არა, რამ მოგაფიქრა ახლა ეს?! ვიხალისე! :D
26. მაგარი ხარ, თამრიიიიი! გაიხარე, რამდენი ვიცინეეე! =)) =)) 5 მაგარი ხარ, თამრიიიიი! გაიხარე, რამდენი ვიცინეეე! =)) =)) 5
25. ანიკოოო... - დედაააა... - ანიკოოოო...
მაგარი ხარ საყვარელოოოო! :) :) :)
ანიკოოო... - დედაააა... - ანიკოოოო...
მაგარი ხარ საყვარელოოოო! :) :) :)
24. ვაა, შენ გაიხარე და რა მწარე ცრემლებით მაცინე კაცო? აი ეს წუთია კახეთიდან ჩამოველ და რამდენი რამე მეცნო იციი/ :) სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს! ძაან მაგარია თამრი.... ვეთანხმები მიშას:-* ვაა, შენ გაიხარე და რა მწარე ცრემლებით მაცინე კაცო? აი ეს წუთია კახეთიდან ჩამოველ და რამდენი რამე მეცნო იციი/ :) სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს! ძაან მაგარია თამრი.... ვეთანხმები მიშას:-*
23. ტრაგი-კომიკური ფარსია, ოღონდ ძალიან შეკუმშული და დაწურული მოქმედებაში. საერთოდ, კარგადაა შესრულებული ნაწარმოები, თუმცა ზოგიერთ დეტალს დამაჯერებლობა აკლია და მე სხვანაირად დავწერდი. ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიჭიერი მწერლის შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. მიხოს მეტყველება კახურ დიალექტზე შესანიშნავია, ანიკოს სულის მონოლოგებიც ასევე უნაკლოა. ზოგადად, დიალოგები შენი სტიქიაა, როგორც ვხვდები, და კარგადაც გამოგდის. ჩემი მოწონება და სინანული იმის გამო, რომ პროზას მკითხველი ნაკლებად ყავს... ტრაგი-კომიკური ფარსია, ოღონდ ძალიან შეკუმშული და დაწურული მოქმედებაში. საერთოდ, კარგადაა შესრულებული ნაწარმოები, თუმცა ზოგიერთ დეტალს დამაჯერებლობა აკლია და მე სხვანაირად დავწერდი. ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიჭიერი მწერლის შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. მიხოს მეტყველება კახურ დიალექტზე შესანიშნავია, ანიკოს სულის მონოლოგებიც ასევე უნაკლოა. ზოგადად, დიალოგები შენი სტიქიაა, როგორც ვხვდები, და კარგადაც გამოგდის. ჩემი მოწონება და სინანული იმის გამო, რომ პროზას მკითხველი ნაკლებად ყავს...
22. მე დიდ ყურადღებას ვუთმობდი საიტის ცხოვრებას და ვკითხულობდი ხშირად,მიკვირდა ერთი რამ,მაშინ როცა ძალიან კარგად იწერება აქაც პროზე რატომ არ გვყავს მკითხველი..განა მხოლოდ ერთი მიზეზი: ქართველების სიზარმაცე და მონიტორზე ნაკლებად მისაღები ხერხი პროზის წაკითხვა? არა,კიდევ ბევრია და მათ შორის ერთი- პროზას მეტი არეალი წირდება,მეტი ინტელექტი და წიგნიერება,პოეზიას კი წაკითხვით ადვილად გაიგებ და თან მალე,რაც სწრაფად ის უკეთესადო ხოომ :)
მინდა წარმატებები გისურვოოთ და მკითხველი პროზისკენ მოვაბრუნოთ! პატივისცემით, უბრალოდ შტეფი.... მე დიდ ყურადღებას ვუთმობდი საიტის ცხოვრებას და ვკითხულობდი ხშირად,მიკვირდა ერთი რამ,მაშინ როცა ძალიან კარგად იწერება აქაც პროზე რატომ არ გვყავს მკითხველი..განა მხოლოდ ერთი მიზეზი: ქართველების სიზარმაცე და მონიტორზე ნაკლებად მისაღები ხერხი პროზის წაკითხვა? არა,კიდევ ბევრია და მათ შორის ერთი- პროზას მეტი არეალი წირდება,მეტი ინტელექტი და წიგნიერება,პოეზიას კი წაკითხვით ადვილად გაიგებ და თან მალე,რაც სწრაფად ის უკეთესადო ხოომ :)
მინდა წარმატებები გისურვოოთ და მკითხველი პროზისკენ მოვაბრუნოთ! პატივისცემით, უბრალოდ შტეფი....
21. წარმატებები! წარმატებები!
20. 19. გააჩნია, რა კუთხით წაიკითხავ, ცისია! თუ არ გეცინება იმაზე, რომ მკვდარმა ქალმა სახლიც კი მიალაგა, ოღონდ აქ აღარ დამტოვონო, - მაშინ ნამდვილად სევდიანია... :) 19. გააჩნია, რა კუთხით წაიკითხავ, ცისია! თუ არ გეცინება იმაზე, რომ მკვდარმა ქალმა სახლიც კი მიალაგა, ოღონდ აქ აღარ დამტოვონო, - მაშინ ნამდვილად სევდიანია... :)
19. იუმორად სამი თითის კომბინაცია უნდა ჩაითვალოს,რამდენადაც მე გავიგე ,არა? მთლიანობაში კი ეს ამბავი ,უფრო სევდიანია ვიდრე სასაცილო და სახუმარო... იუმორად სამი თითის კომბინაცია უნდა ჩაითვალოს,რამდენადაც მე გავიგე ,არა? მთლიანობაში კი ეს ამბავი ,უფრო სევდიანია ვიდრე სასაცილო და სახუმარო...
18. ;) :):);):):):) უკომენტაროდ....:):):):D:D :D :) ;) :):);):):):) უკომენტაროდ....:):):):D:D :D :)
17. მეც მინდა ეგეთი სამსახური ჩემს სეხნიას რომ ქონდა 12 იდან 7 -მდე:) მოგიკითხე თამარ მეც მინდა ეგეთი სამსახური ჩემს სეხნიას რომ ქონდა 12 იდან 7 -მდე:) მოგიკითხე თამარ
16. :D მაგარი ხარ თამრი :) :D მაგარი ხარ თამრი :)
15. მკითხვა ჩემს უსაყვარლეს ქალბატონსსსსს მკითხვა ჩემს უსაყვარლეს ქალბატონსსსსს
14. ძალიან კაი იყო :D ძალიან კაი იყო :D
13. საცოდავი ანიკო :)))
აი ეგეთები არიან ეს კაცები, რა, სულ თავის თავზე ფიქრობენ :( ეგოისტები :( საცოდავი ანიკო :)))
აი ეგეთები არიან ეს კაცები, რა, სულ თავის თავზე ფიქრობენ :( ეგოისტები :(
12. მაგაი ხვიშტი არა ქვია? :))
დიიდი მოკითხვები! :) მაგაი ხვიშტი არა ქვია? :))
დიიდი მოკითხვები! :)
11. ...გაიხარეთ ქალბატონო თამარ. ...სიკვდილით რომ არ მთავრდება ის რაც მხოლოდ დაბადებით არ დაწყებულა_ქვეცნობიერით ვხვდებოდი...მაგრამ მიწიერი ყოფის ეს სევდიანი წამიც, ასე გაიღიმილებდა არ მეგონა...თქვენი წყალობით, დილა ღიმილით დაიწყო... დილა(ღიმილისა) თქვენთვისაც მისურვებია... ...გაიხარეთ ქალბატონო თამარ. ...სიკვდილით რომ არ მთავრდება ის რაც მხოლოდ დაბადებით არ დაწყებულა_ქვეცნობიერით ვხვდებოდი...მაგრამ მიწიერი ყოფის ეს სევდიანი წამიც, ასე გაიღიმილებდა არ მეგონა...თქვენი წყალობით, დილა ღიმილით დაიწყო... დილა(ღიმილისა) თქვენთვისაც მისურვებია...
10. ეეჰ, ანიკო, ანიკო... მოინდომა დასვენება და კაი ცხოვრება!... :D ეეჰ, ანიკო, ანიკო... მოინდომა დასვენება და კაი ცხოვრება!... :D
9. :)):)) მეც უნდა გამოვიყენო ხოლმე სამი თითის კომბინაცია, სანამ ცოცხალი ვარ =)) :)):)) მეც უნდა გამოვიყენო ხოლმე სამი თითის კომბინაცია, სანამ ცოცხალი ვარ =))
8. სააღოლ,მაგარია!
5555555555555555
=))=))=)) სააღოლ,მაგარია!
5555555555555555
=))=))=))
7. საწყალი ანიკო(ები)... საწყალი ანიკო(ები)...
6. კარგად ვიხალისე...:)) კარგად ვიხალისე...:))
5. 5. ძალიან...
5. ძალიან...
4. კარგია თამარ!!! 555555 :) :) კარგია თამარ!!! 555555 :) :)
3. ყოჩაღ, თამრო, მაგრად მომეწონა...5555555 მაგრად ვიცინე... ყოჩაღ, თამრო, მაგრად მომეწონა...5555555 მაგრად ვიცინე...
2. ანიკო კი ჭერს აჰკვროდა შიშით, - “მიხომ კიდევ რამე არ მაიგონოს და აქ არ დამტოვოსო!”.... ... “დამტოვებ, არაა?” და მერე სამი თითის კომბინაცია მიახატა ისე ლამაზად, თავადაც გაუკვირდა, - ნეტა, ხატვა როდისღა ვიცოდიო?!
მართლა შეიძლება, ნეტა, ვინმეს აქ დატოვება? :( მამა მინდააა! :(( ესაა იუმორისტული? :( ანიკო კი ჭერს აჰკვროდა შიშით, - “მიხომ კიდევ რამე არ მაიგონოს და აქ არ დამტოვოსო!”.... ... “დამტოვებ, არაა?” და მერე სამი თითის კომბინაცია მიახატა ისე ლამაზად, თავადაც გაუკვირდა, - ნეტა, ხატვა როდისღა ვიცოდიო?!
მართლა შეიძლება, ნეტა, ვინმეს აქ დატოვება? :( მამა მინდააა! :(( ესაა იუმორისტული? :(
1. იმედია მაპატიებთ, რომანის გაგრძელების ნაცვლად ეს რომ შემოგთავაზეთ... :)
რომანს კი - მალე გავაგრძელებ... იმედია მაპატიებთ, რომანის გაგრძელების ნაცვლად ეს რომ შემოგთავაზეთ... :)
რომანს კი - მალე გავაგრძელებ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|