ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მორის ჯერალდი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2009


წლები მიჰქრიან

წლები მიჰქრიან, არ ჩერდებიან,
დღეები სადღაც იკარგებიან,
მოგონებებად თავს გვეხვევიან,
ხანაც აშლიან ფიქრებს სევდიანს,


ქვეყნად ყველაფერს აქვს თვისი ხიბლი,
და თვისებები კარგი და ავი,
სიყვარულს, ვნებას, თუნდ სევდას, ტკივილს...
ყველას აქვს თვისი თეთრი და შავი.


არ არსებობდეს ქვეყნად სიკვდილი,
ფასი ექნება განა სიცოცხლეს?!
სიყვარულს  რომ არ ახლდეს ტკივილი
განა ეს გრძნობა დიდხანს იცოცხლებს?


მარადიული არაფერია,
დასაწყისს მუდამ სდევს დასასრული,
მომავალიც ხომ ამავფერია,
ხვალ აწმყო ხდება, ზეგ კი წარსული


წლები მიჰქრიან. მიაქვთ ყოველი,
სიცოცხლე, ტრფობა, ახალგაზრდობა...
არავინ იცის ვის რა მოელის,
წლებს აღარ ძალუძთ არვის დანდობა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს