ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაშიკა_დათა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


ხეზე- 1 სხეული, ნონსენსი და საქანელა

ალეგორია-ბუტაფორია.
სიტყვები უშინაარსოდ გვანან, ერთმანეთს.
ჩემი ტანიც, შენსას.
ზამთრის ჩიტები მოფრენილან ჯონ.
ალვებს ადევნებიან და რა ცივად გალობენ, რა სისულელეს.
ზამთარს არ უხდება შტრიხები გაზაფხულის.
სიცივეს ღამე და ზეწარს 1 სხეული.
არყებზე საქანელა არწევს ტრაგედიას,
დრო მე, გადარეულს.
ამ ნონსენსის შემდეგაც  არ ვგავართ ერთმანეთს, ჩემო.

ჯონათანს
2008 წელი ზამთარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები