ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2009


დამხატე! მე არ და...

დამხატე ისეთი, როგორსაც
ვერასდროს ხატავენ მხატვრები
ლამაზთვალებიან გოგონას,
რომლის მშვენებითაც დატკბები.

იმგვარად დამხატე, გრძნობას რომ
მოსდევდეს სიზმრების პლეადა,
იჩქარე, წასვლამდე მოასწრო
პორტრეტი. უბრალოდ, მე არ და-

ვბრუნდები მზისფერი ქუჩებით,
მთვარის მაგიური ბილიკით,
აღწერე სიმძაფრე მრუშივით
ვნებააღგზნებული მიმიკის.

ამქვეყნად ყველაზე მოდურად
მოხაზე მგზნებარე ტუჩების
ძლიერ სასურველი კონტურის
თრთოლვა, რა თქმა უნდა, უშენოდ.

თან ისე, რომ მერე ამაში
არავინ ეძებოს ლოგიკა,
დარჩეს ჰარმონიულ გამაში
ნახატი, შენს ფერად ლოგინთან.

პალიტრის ნებაზე მიშვებით,
ამ ერთხელ და არა ყოველდღე,
დამხატე ისეთი შიშველი,
როგორც შეუძლიათ პოეტებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები