აპრილი აპრილობს ახლა... მუზა შემომაწვა წერის... შენ უცნობო ადამიანო, პოეტო ჩემო, მომიგონე, მე ფანტაზია ვარ შენი. გახსოვს, ფიქრით გადინებულ ღრუბელს რომ ამადევნე, ჩვენ ორს რომ წაგვაცეკვე ცაზე სამაია... ტყუილი გეგონა, მაგრამ არაა ეს ტყუილი. არ იფიქრო, რომ დამავიწყდი, უბრალოდ შენთან მოვდიოდი და გზაზე გამიწვიმდა, მე ხომ ძალიან სუსტი ვარ, თან ჭირვეული გაზაფხულიდან, ამიტომ... გავცივდი. ახლა გწერ, და მეშინია არ დაგკარგო, იმიტომ, რომ ყველაფერი დავკარგე, რაც ძვირფასი მქონდა, და იცი როდის ვკარგავდი?! როცა ვხვდებოდი თუ რა ძვირფასი იყო ჩემთვის. გწერ და მეშინია აღარ დაგკარგო, ასე, დროში კი არა, უბრალოდ, ადამიანურად. იქნებ ძალიან გვიანიც იყოს ამ წერილის მოწერა დასაბრუნებლად. იქნებ, მეც თავს ვიტყუებ და ვერ გაიხსენო ჩემი თეთრი, ნათელი სახელი (ამ ეპითეტსაც უტიფრად დაგესესხები)... თუმცა, ამ "იქნებ"_ის იქნებობა მიტოვებს იმედს, რომ გახსოვარ... მე ხომ ისევ მე ვარ, ხომ ისევ დავბრუნდი, ოდნავ შეცვლილიც, მაგრამ ხომ მაინც... შენ ხომ ხელოვანი ხარ, ჰოდა იიქნებ, შეეცადე _ გამიგო... შენ ხომ ძალიან ძვირფასი საჩუქარი მაჩუქე, საოცნებო, ულამაზესი... თუმცა, რეალობას რომ დავუბრუნდეთ, მიწაზე რომ დავეშვათ, ქალიშვილმა ამდენი კომპლიმენტი მამაკაცს არ უნდა უთხრას, ეს მიუღებელია! მაგრამ, შენ ხომ პოეტი ხარ, და მეც ამ განზომილებაში მირჩევნია შენთან საუბარი... კიდევ ერთი სიტყვაც და ახლავე ავტირდები. თურმე მართლაც რა ძვირფასი იყო ეს ყველაფერი და რა უღირსად მოვიქეცი მე... ასე, ნაზი, ასე სათუთი, ლამაზი და ფრთხილი ნაბიჯი, მტაცებელი ცხოველის ნადავლთან მიპარვასავით გრაციოზული. არ ვიცი, იქნებ ისევ თავს ვიტყუებ და ვაფერადებ რაღაცეებს. მე ხომ ჩემი ფერადი სამყარო მაქვს და ჩემი სიხარულებით ვარ გართული და ასე ვცხოვრობ... იქნებ ოდესმე მართლა დავფიქრდე ამ ყველაფერზე, ან, იქნებ, არც ღირდეს მოგონებად, არც ახლა და არც მერე... ჩემი გული კი ისე იქცევა, უკვე აგერ მეოცე წელია, როგორც თვალები, უკუნ სიბნელეში შემოჭრილ შუქზე რომ კრთის და იხუჭება, იქნებ ზუსტად ისე გაურბის ჩემი გული ბენიერების განცდის ოდნავ მოქროლვას... თუ ასეა, რატომ? იქნებ ჯერ არ დამდგარა დასასრული... იქნებ აღარ შემეშინდეს წვიმის, და ზღაპრულად ახდეს ყველაფერი... ზღაპარი მინდა, გესმის?... ჩეემი ზღაპარი. უბრალოდ, შენ ბოლოს ამბობ : "და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება"_ო. ეგეც იმედია... აპრილი აპრილობს ახლა და სამყარო ღიმილით გვიცქერის და სისულელეც რომ გავაკეთო, ან ვთქვა, არ ვიდარდებ, იმიტომ, რომ მეპატიება,. ჰოდა მინდა დავიბრუნო დაკარგული, ძვირფასი "რაღაც", ძვირფასო ჩემო... "შენ, ალბათ არ ხარ ახლა აქ. და, იმიტომ მოგწერე ამდენი თუ გინდა, არ წაიკითხო". ნუ ეცდები იმის დაჯერებას, რომ თავს იტყუებ, მე არ ვტყუი... შეიძლება, დაუჯერებელს ვითხოვ: დამაბრუნო შენს ფიქრებში, შენი სულის პაწაწინა ნაწილში შემომიშვა (თუ კი ვიყავი ოდესმე საერთოდ იქ), მაგრამ ვითხოვ, იმიტომ, რომ წვიმაში დასველების აღარ შემეშინდეს, იმ იმედით რომ გავშრები და გავთბები... შენ პოეტი ხარ და უკეთ გამიგებ. აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც... აპრილია, აპრილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ჰოოო.... მეტად საგულისხომოააა ჰოოო.... მეტად საგულისხომოააა
26. აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც... აპრილია, აპრილი... შენ რა ოქროსი ყოფილხარ, გოგო. გაკოცეეე!!!!!!!!! აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც... აპრილია, აპრილი... შენ რა ოქროსი ყოფილხარ, გოგო. გაკოცეეე!!!!!!!!!
25. მადლობა, ჩემო... მადლობა, ჩემო...
24. აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც...
დღეს ერთი თქვენგან დატოვებული კომენტარი მომეწონა ძალიან და...კეთილი სიტყვები იყო... თბილი ადამიანი ხართ გეტყობათ... აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც...
დღეს ერთი თქვენგან დატოვებული კომენტარი მომეწონა ძალიან და...კეთილი სიტყვები იყო... თბილი ადამიანი ხართ გეტყობათ...
22. არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო, ისე უბრალოდ მოვედი შენთან, მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ. არც შებრალება და არც იმედი, აღარც ის მახსოვს რაც უნდა მეთქვა, მომეჩენა, რომ გჭირდებოდი. მომეჩენა და მოვედი შენთან. ავტორი არ ვიცი, ამიტომ უავტოროდ დავდებ... ბოდიში ავტორს არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო, ისე უბრალოდ მოვედი შენთან, მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ. არც შებრალება და არც იმედი, აღარც ის მახსოვს რაც უნდა მეთქვა, მომეჩენა, რომ გჭირდებოდი. მომეჩენა და მოვედი შენთან. ავტორი არ ვიცი, ამიტომ უავტოროდ დავდებ... ბოდიში ავტორს
21. ჰაი... ვარ ისე რა:) ჰაი... ვარ ისე რა:)
20. მივიღე დაპირებული :) როგორ ხარ? :) მივიღე დაპირებული :) როგორ ხარ? :)
19. ნინი_ნიჩორტა, ჩემო, ძღაპრების არ მჯერა, მაგრამ მომწონს ძალიან, ლამაზია და იმიტომ... მიმიხვდი? არც მთლად ეგრე საერიოზულადაა საქმე, შენ რომ გგონია. მაგრამ მადლობა მაინც. და კიდე, მადლობა ყველას, ყვლას, რჩევებისთვის, სითბოსთვის... ნინი_ნიჩორტა, ჩემო, ძღაპრების არ მჯერა, მაგრამ მომწონს ძალიან, ლამაზია და იმიტომ... მიმიხვდი? არც მთლად ეგრე საერიოზულადაა საქმე, შენ რომ გგონია. მაგრამ მადლობა მაინც. და კიდე, მადლობა ყველას, ყვლას, რჩევებისთვის, სითბოსთვის...
18. ეჰ, ერთი ჭკვიანი ამსაიტელი მეუბნებოდა ოდესღაც - მოეშვი ხელოვან ხალხსო და არ დავუჯერე და მივქარე, იქნებ შენ მაინც გამოგადგეს მისი რჩევა :) ეჰ, ერთი ჭკვიანი ამსაიტელი მეუბნებოდა ოდესღაც - მოეშვი ხელოვან ხალხსო და არ დავუჯერე და მივქარე, იქნებ შენ მაინც გამოგადგეს მისი რჩევა :)
17. აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც... შენ_თამუნა, აპრილი ხარ, აპრილი... იფეთქებ ერთხელაც გაზაფხულად! აპრილი აპრილობს ახლა, ჰოდა წვიმაში მიმავალი ქალი რომ დაინახოთ, ძალიან ნუ გაიკვირვებთ, იიქნებ მას სითბო ელოდება სადღაც... შენ_თამუნა, აპრილი ხარ, აპრილი... იფეთქებ ერთხელაც გაზაფხულად!
16. ე.ი ჩემი უსაყვარლესი ლექსი შენ გეძღვნებოდა? ძალიან მიხარია :) კარგი გოგო უნდა იყო თუ მართლა ასეა :) :-* ე.ი ჩემი უსაყვარლესი ლექსი შენ გეძღვნებოდა? ძალიან მიხარია :) კარგი გოგო უნდა იყო თუ მართლა ასეა :) :-*
15. :)) ისა და მართლა ვის ეძებ გენაცვალე??? ცუდია თუ ეძებ და იმედია იპოვნი :) :)) ისა და მართლა ვის ეძებ გენაცვალე??? ცუდია თუ ეძებ და იმედია იპოვნი :)
14. იმ ჰანს თუ ეძებ, მე ვინც მგონია, დღეს არა მგონია მოვიდეს და ხვალ მოვა ალბათ :) იმ ჰანს თუ ეძებ, მე ვინც მგონია, დღეს არა მგონია მოვიდეს და ხვალ მოვა ალბათ :)
13. :)) ვაიმეეეე :)) :)) ვაიმეეეე :))
11. კარგია. ისე წვიმების მაისი უფრო არის :) კარგია. ისე წვიმების მაისი უფრო არის :)
10. არ ვიცი სადაა, ალბათ მუშაობს და ჯერ არ უნახავს ეს :)
თამუნა, ზღაპრების გჯერა ისევ? :) მე პირადად ბავშვბაშიც არ მიყვარდა ზღაპრების კითხვა, არარეალურს ვერაფერს ვერ ვიტან :)
მე მაპატიე, ძალიან შემოვიჭერი შენთან :) არ ვიცი სადაა, ალბათ მუშაობს და ჯერ არ უნახავს ეს :)
თამუნა, ზღაპრების გჯერა ისევ? :) მე პირადად ბავშვბაშიც არ მიყვარდა ზღაპრების კითხვა, არარეალურს ვერაფერს ვერ ვიტან :)
მე მაპატიე, ძალიან შემოვიჭერი შენთან :)
9. ლამაზი ზღაპრის გამო ჩემო ნინი... მხოლოდ და მხოლოდ... მიხარია, რომ მიმიხვდით. ნუ სადაა მართლა და მართლა???????? ლამაზი ზღაპრის გამო ჩემო ნინი... მხოლოდ და მხოლოდ... მიხარია, რომ მიმიხვდით. ნუ სადაა მართლა და მართლა????????
8. ფიქრით გადინებულ ღრუბელს რომ ამადევნე, ჩვენ ორს რომ წაგვაცეკვე ცაზე სამაია...
ჰანსი სადაა, ჰანსი? :)
ისე, არცერთი კაცი არ ღირს სინანულად თამუნა, დამიჯერე ;)
არც ხელოვანი და არც ხელოსანი :)) ფიქრით გადინებულ ღრუბელს რომ ამადევნე, ჩვენ ორს რომ წაგვაცეკვე ცაზე სამაია...
ჰანსი სადაა, ჰანსი? :)
ისე, არცერთი კაცი არ ღირს სინანულად თამუნა, დამიჯერე ;)
არც ხელოვანი და არც ხელოსანი :))
7. ასე აპირებ შენ ცაზე ბოდიალს?!.... (აბა მანდ სწორ ხაზზე ხომ არ ივლი?!) ასე აპირებ შენ ცაზე ბოდიალს?!.... (აბა მანდ სწორ ხაზზე ხომ არ ივლი?!)
6. უჰ რამხელაა, ცოტა მერე წაგიკითხავ :) უჰ რამხელაა, ცოტა მერე წაგიკითხავ :)
5. "მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები მთას, სიცივეს ქალი მოუკლავს მიუალერსე მას. მიუალერსე, უთხარი რომ სიყვარული გკლავს... თორემ, ქალია, იცოდე, წავა, გაჰყვება სხვას" ნოდარ დუმბაძე "მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები მთას, სიცივეს ქალი მოუკლავს მიუალერსე მას. მიუალერსე, უთხარი რომ სიყვარული გკლავს... თორემ, ქალია, იცოდე, წავა, გაჰყვება სხვას" ნოდარ დუმბაძე
2. ძალიან გულწრრფელი, ძალიან სათუთი... იმედი მაქვს გაპოვნინებს :) 5
ჰანს were are u now? ;;) ძალიან გულწრრფელი, ძალიან სათუთი... იმედი მაქვს გაპოვნინებს :) 5
ჰანს were are u now? ;;)
1. ერთი ადამიიანი უნდა მაპოვნინოს "ამან"... ერთი ადამიიანი უნდა მაპოვნინოს "ამან"...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|