ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2008


დეიდა ნატოს

თაიგულივით ბრდღვიალებ,
ფითქინებ როგორც გუნდა,
ჩემო ძვირფასო ნატულა,
მე მეყვარები მუდამ.
შენზე მზრუნველი დეიდა
ვინმეს ჰყოლია ქვეყნად?
გული ხალისით მევსება,
როცა მომღიმარს გხედავ.
ვინც გიცნობს, ყველას უყვარხარ,
ჩემო დეიდა ნატო,
უხვად გადმოგვცემ შენს სითბოს
და დიდ სიყვარულს გვათოვ.


აკაკი გორგიაშვილი
2005წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები