 | ავტორი: kanario ჟანრი: პროზა 12 აპრილი, 2009 |
- რატომ იღიმი? რას ხედავ სასაცილოს? - მკითხა დაბღვერილმა და გაკვირვებულმა. მე მაინც ვუყურებდი და ვუღიმოდი. თავი უხერხულად იგრძნო, ჯერ გვერდით გაიხედა, მერე ისევ შემომაპარა თვალი, ისევ ვიღიმოდი. ცოტა გაბრაზდა. ეს არ იყო ცინიკური, არც გამომწვევი ღიმილი, მაგრამ მაინც გაღიზიანდა. მე კი არანაირად არ მსურდა ეს. - რატომ მიყურებ ასე? რა ნახე ჩემში სასაცილო? - ნაწყენი და გაბრაზებული ხმა მოვიდა ჩემამდე. - გამიღიმე რა! - ვთხოვე მშვიდი და დამტკბარი ტონით. კიდევ უფრო გაუკვირდა. დავინახე, როგორ მოსწყდა წარბები ადგილს და მაღლა აეზიდა. წამოვდექი და ფანჯარას მივუახლოვდი. - მოდი აქ, გაიხედე! - ვუთხარი მშვიდად. ადგა და ფეხაკრეფით მომიაზლოვდა, ვხვდებოდი, ათასი აზრი უტრიალებდა თავში, ალბათ, ფიქრობდა, რომ გიჟი ვიყავი. მეც რაღაც უაზროდ დავიჟინე, თუ მას გავაღიმებდი, სამყარო შეიცვლებოდა, მეგონა. სისულელეა, არა? და მაინც! - გაიხედე, რამდენი ადამიანია, სულ ყველას ჩამოსტირის ცხვირ-პირი, წარმოიდგინე, ყველა რომ იღიმოდეს, რა კარგი საყურებლები იქნებოდნენ?! დაფიქრდა, ცოტა გამიშინაურდა, თითქოს მიმიხვდა ჩანაფიქრს. უფრო გავიღიმე... უცებ ბაგე გაეპო და თეთრი კბილები გამოუჩნდა. გამიხარდა. ამ დროს ტელეფონმა დაურეკა, უკაცრავადო, მომიბოდიშა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. საღამოს სკვერში ვიჯექი, შემთხვევით თვალი მოვკარი იმ ბიჭს, ვიღაც გოგოსთან ერთად სეირნობდა, სახეზე ისევ ეტყობოდა დილანდელი ღიმილი. რაღაცას ყვებოდა, მერე ხალხისკენ გაიშვირა ხელი... ნაბიჯს ავუჩქარე, არ გამოვხმაურებივარ. გვერდით ჩავუარე და ყური მოვკარი: - ნინი, გამიღიმე რა..!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არ გამოვხმაურებივარ. <- გამოვლაპარაკებივარ (ალბათ) სადღაც (წიგნში არა) წავიკითხე ერთი ლამაზი ჩანახატი, აკაცია ერქვა (ქვია). მივამსგავსე იმას. ლამაზი ჩანახატია... 5
არ გამოვხმაურებივარ. <- გამოვლაპარაკებივარ (ალბათ) სადღაც (წიგნში არა) წავიკითხე ერთი ლამაზი ჩანახატი, აკაცია ერქვა (ქვია). მივამსგავსე იმას. ლამაზი ჩანახატია... 5
8. უღრმესი მადლობა, ძალიან მაინტერესებდა თქვენი აზრი, საოლიმპიადედ დაწერილი თემაა... მგონი, პრობლემატურიც! ყველას გილოცავთ ბზობას, თქვენი kanario! :* უღრმესი მადლობა, ძალიან მაინტერესებდა თქვენი აზრი, საოლიმპიადედ დაწერილი თემაა... მგონი, პრობლემატურიც! ყველას გილოცავთ ბზობას, თქვენი kanario! :*
7. ...ულამაზესი მინიატურაა... ასეთ პატარა ფორმატში_კოხტა სიუჟეტით... კარგი ხარ kanario_უკეთესსაც გიხილავ, უეჭველად. ...ულამაზესი მინიატურაა... ასეთ პატარა ფორმატში_კოხტა სიუჟეტით... კარგი ხარ kanario_უკეთესსაც გიხილავ, უეჭველად.
6. რა თქმა უნდა კარგია:) პატარა და თბილი ჩანახატია, ,,
have a smiling day :) :) :) :)
ბზობას გილოცავ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
რა თქმა უნდა კარგია:) პატარა და თბილი ჩანახატია, ,,
have a smiling day :) :) :) :)
ბზობას გილოცავ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
4. ღიმილიანი იარებოდე!
ბზობას გილოცავთ! ღიმილიანი იარებოდე!
ბზობას გილოცავთ!
3. წარმატებები!!! წარმატებები!!!
1. გაგიღიმე : )
გაგიღიმე : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|