 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 12 აპრილი, 2009 |
დილა
ოთახი, საიდანაც მზის პირველ სხივებს, ღამენათევი თვალებიდან თითებზე ვითვლი, ნიკოტინისგან ჩაყვითლებულ, არამდგრად კედლებს, სულით ვირეკლავ, და ფანჯრებიდან ამღვრეული უსურვილობით ვუყურებ ტაძარს, ყოველდღე რომ მაკმევს რწმენის სუნს, მორწმუნესავით თავს ვაჯერებ, დავიწყებ ლოცვას და მორიგ ჯერზეც არშემდგარი სინანულით ვარიდებ ფიქრებს, ისე ჩავუვლი გვერდზე როგორც ოთახში მდგარ ცივ გულგრილობას.
სარკეში
მზერამინავლული ქალის პროფილით, ფერდაკარგული სიყვარულის ჩრდილქვეშ რომ ვზივარ და ნაცრიფერი შეგრძნებებით, დღეს ხვალეობით, მოველი სისხლში ბზარის გაჩენას, ნათითურების მკერდზე ჩამოფშვნას, კაპილარების დახეთქვამდე თავდაკარგული შეგრძნებების ნაკადში ცურვას და თუნდაც მერე გარდაცვალებას...
უფროსი
დამღლელი სიმყუდროვით ნაჟღენთ ოფისში, ჩემს მიხვრა-მოხვრას, თეძოების ყოველ შერხევას, დორბლმორეული, ცოფიანი მხეცივით რომ ადევნებს თვალყურს, მიუხედავად სულში მიმქრალ მკრთალი სინაზის , მიძინებული ტკივილებით მე მქვია ქალი...
სახლი
წლებით ჩამობანილი უჰაერობით, ვნებაშეწყვეტილი სუნთქვით მიღებს კარს და ყოველ საღამოს ვკვებავ ბანალური ფრაზებით, ჯერ საკუთარ თავს მერე ქმარს, რომელიც ძილის წინ, ყოველი სექსის მერე მსაყვედურობს რომ უშვილო ვარ... მერამდენედ ვყლაპავ ნიკოტინით სავსე, მოგუდულ სივრცეს მერე, ცრემლებამდე ვბრუნდები ფანჯრებისკენ, საიდანაც დილით მზე, ღამით საყდრის შუქი დილამდე მოსჩანს. მთრთოლვარე თითებით ვეხები საკუთარ მუცელს და ვფიქრობ კაცზე ვისგანაც ორსულად ვარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. +1 აი ესე იყო მგონი :)) +1 აი ესე იყო მგონი :))
19. უნიჭიერესი ადამიანი... გაიხარე! უნიჭიერესი ადამიანი... გაიხარე!
18. უკვე აშკარად მომეწონე:) უკვე აშკარად მომეწონე:)
17. საინტერესოდ ვართ აღწერილები :) ბოლო განსაკუთრებით . საინტერესოდ ვართ აღწერილები :) ბოლო განსაკუთრებით .
16. კარგებია... ანუ საერთო ჯამში 5 :P კარგებია... ანუ საერთო ჯამში 5 :P
15. 5 მხოლოდ იმიტომ არ არ გავხარ ამათ. 5 მხოლოდ იმიტომ არ არ გავხარ ამათ.
13. მერე, ცრემლებამდე ვბრუნდები ფანჯრებისკენ, საიდანაც დილით მზე, ღამით საყდრის შუქი დილამდე მოსჩანს. მთრთოლვარე თითებით ვეხები საკუთარ მუცელს და ვფიქრობ კაცზე ვისგანაც ორსულად ვარ...
ვაუუუუუუუუ!!!!!!!!!! მაგარი იყოოო :))) მერე, ცრემლებამდე ვბრუნდები ფანჯრებისკენ, საიდანაც დილით მზე, ღამით საყდრის შუქი დილამდე მოსჩანს. მთრთოლვარე თითებით ვეხები საკუთარ მუცელს და ვფიქრობ კაცზე ვისგანაც ორსულად ვარ...
ვაუუუუუუუუ!!!!!!!!!! მაგარი იყოოო :)))
12. ყველა კარგია ემა და მე მგონი ნაცნობი ხელწერაა, ოღონდ სხვა საიტიდან მახსოვხარ :) გაიხარე....555555555 ყველა კარგია ემა და მე მგონი ნაცნობი ხელწერაა, ოღონდ სხვა საიტიდან მახსოვხარ :) გაიხარე....555555555
11. მიუხედავად სულში მიმქრალ მკრთალი სინაზის , მიძინებული ტკივილებით მე მქვია ქალი... შეგიძლია იამაყო:) მიუხედავად სულში მიმქრალ მკრთალი სინაზის , მიძინებული ტკივილებით მე მქვია ქალი... შეგიძლია იამაყო:)
10. არეული რომ ვარ, ცუდად რომ ვარ და შენი პოეზია რომ მაინც მომწონს და...
მორიგ ლექსს ველი კიდევ, დიდი პაუზები არ გააკეთო :) არეული რომ ვარ, ცუდად რომ ვარ და შენი პოეზია რომ მაინც მომწონს და...
მორიგ ლექსს ველი კიდევ, დიდი პაუზები არ გააკეთო :)
9. ვერ გავიგე რა უნდა გაპატიო, მაგრამ გპატიობ :))) ))))))) გილოცავთ ასევე ბზობას და გმადლობთ. გავასწორე ლექსი, პირები მქონდა არეული, მორიგ ლექსამდე, ადიოს )))) ვერ გავიგე რა უნდა გაპატიო, მაგრამ გპატიობ :))) ))))))) გილოცავთ ასევე ბზობას და გმადლობთ. გავასწორე ლექსი, პირები მქონდა არეული, მორიგ ლექსამდე, ადიოს ))))
8. მზერამინავლული ქალის პროფილით, ფერდაკარგული სიყვარულის ჩრდილქვეშ რომ ვზივარ და ნაცრიფერი შეგრძნებებით, დღეს ხვალეობით, მოველი სისხლში ბზარის გაჩენას, ნათითურების მკერდზე ჩამოფშვნას, კაპილარების დახეთქვამდე თავდაკარგული შეგრძნებების ნაკადში ცურვას და თუნდაც მერე გარდაცვალებას...
მე ვაარ აქ თქო, ვაააააააა :))))))
აშკარად არეული ვარ და მაპატიე...
ცუდად ვარ... მზერამინავლული ქალის პროფილით, ფერდაკარგული სიყვარულის ჩრდილქვეშ რომ ვზივარ და ნაცრიფერი შეგრძნებებით, დღეს ხვალეობით, მოველი სისხლში ბზარის გაჩენას, ნათითურების მკერდზე ჩამოფშვნას, კაპილარების დახეთქვამდე თავდაკარგული შეგრძნებების ნაკადში ცურვას და თუნდაც მერე გარდაცვალებას...
მე ვაარ აქ თქო, ვაააააააა :))))))
აშკარად არეული ვარ და მაპატიე...
ცუდად ვარ...
7. გილოცავ ბზობას 555 გილოცავ ბზობას 555
6. დილა... სარკეში... უფროსი... სახლი...
მიძინებული ტკივილებით შენ გქვია ქალი...
გავიგებ, აბა რა :) დილა... სარკეში... უფროსი... სახლი...
მიძინებული ტკივილებით შენ გქვია ქალი...
გავიგებ, აბა რა :)
5. მომეწონა აშკარად5 მომეწონა აშკარად5
4. მერამდენედ ყლაპავ ნიკოტინით სავსე, მოგუდულ სივრცეს მერე, ცრემლებამდე ბრუნდები ფანჯრებისკენ, საიდანაც დილით მზე, ღამით საყდრის შუქი დილამდზე მოსჩანს. მთრთოლვარე თითებით ეხები საკუთარ მუცელს და ფიქრობ კაცზე ვისგანაც ორსულად ხარ...
აი,ეს მომეწონა ყველაზე მეტად.... მერამდენედ ყლაპავ ნიკოტინით სავსე, მოგუდულ სივრცეს მერე, ცრემლებამდე ბრუნდები ფანჯრებისკენ, საიდანაც დილით მზე, ღამით საყდრის შუქი დილამდზე მოსჩანს. მთრთოლვარე თითებით ეხები საკუთარ მუცელს და ფიქრობ კაცზე ვისგანაც ორსულად ხარ...
აი,ეს მომეწონა ყველაზე მეტად....
3. კაია!! ძააან თანაც! კაია!! ძააან თანაც!
2. მაგარია და რეალური.მომეწონა.:)საყვარლად გაქვს ჩამოყალიბებული.;) მაგარია და რეალური.მომეწონა.:)საყვარლად გაქვს ჩამოყალიბებული.;)
1. გვერძე-შეასწორე :-* მე "სახლი" მომეწონა ყველაზე მეტად :-* გვერძე-შეასწორე :-* მე "სახლი" მომეწონა ყველაზე მეტად :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|