ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2008


* * *

ჩემს სიყვარულს ხომ
არავისთან არ მიაქვს იის თაიგულები:
ის სტიქიაა,
და ჩემს სხეულს, ფესვებიანად მოთხრილ ხეს,
შენსკენ მოატივტივებს.
და შენი დაგმანული კარის შემტვრევას ცდილობს.

მრცხვენია ჩემი სიყვარულის, მღვრიე მდინარის,
რომლისაც ასე გეშინია,
მაგრამ მე რა ვქნა,
მე ხომ თვითონ მისი მსხვერპლი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს