ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


ქრონიკულად

ამბობ ქრონიკულად ავად ხარ და
სიმშვიდე სულში არარსებულ სადენებს ასცდა,
გადაუხვია ყველა ლიანდაგს,
ყველა გზასა თუ გაუვალ ბილიკს,
ნატერფალებმა ქაოტურად
იწყეს გადმოსვა
ჩემიდან შენში,

როგორც ფარვანა

ცას ღილად ასწყდა მზე, მიწაში გაიდგა ფესვი,
მიწამ დაყარა მოსასხამი დილის და ღამის,
როგორც ჯაშუში უსიტყვობით სარტყელს გადასცდა,
ჩავიდა ზღვაში,
დაშრობამდე

და როგორც სენი

მოგერია სხეულზე განცდა,
ობობასავით დაგიარა სისხლში კივილმა,
მერე ,,ჩამოქნა” მარტოობამ ორსული სევდით
ფერმიხდილი აბლაბუდები,
დიაგნოზით: მძიმედ ავად ხარ,
ქრონიკულად.
დაიღალე
შენ
უჩემობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს