ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2009


აიწონა-დაიწონა (მე და ბარნო ვთამაშობთ)

-არა რა, სულ აპრილის ბრალია ყველაფერი, ჩემზე ცუდათ მოქმედებს, მდორე მდინარესავით მივედინები და ცუნამი რომ წამომეპაროს ხასიათში ხელს არ გავიქნევ... მომბეზრდა ცურვა

-დაიკიდე რა ეგ ცუნამი და ისე გადაცურე შენი ხასიათი

-აიწონა-დაიწონა, აიწონა-დაიწონა, ვთამაშობ ჰაერში, ნაკადი თმებში მებლანდება. ხან ზევით, ხან ქვევით, ხან ზევით, ხან ქვევით და ჰეიიიი... თითები მომეცი ბარნ თითები... ბავშვობას ვეხები, ვეშვები... ბარნ ჩუპა-ჩუპსი არ გინდა?

- ფრთხილად არ გაფრინდეეე... და მეც არ გადამიყოლო. მე წითელი  ჩუპა-ჩუპსი მაქვს შენ რომელი გაქვს?

-ჩემი უფეროა მუსი, ფერი დაკარგა და გემო? გემო რაღაც უფრო მომწარო შერჩა ნიკოტინივით... …შენი ჩუპაჩუპსები ყოველთვის გემრიელია... ან მგონია რომ ასეა, მე ხომ არასდროს გამისინჯავს... იცი რა გამახსენდა? აი მეთექვსმეტე სართულზე პეროგის სუნით გაჟღენთილი ოთახი რომაა და მაია დეიდა ყოველ მისვლაზე სხვადასხვა ხილის ნამცხვარს რომ მახვედრებს... კიდევ ჩაი და საღამოს მოსევდისფრო განწყობა... ჰო კიდევ საუბარი და რაღაც სხვა მუხტი... შენ ვერ გაიგებ მაგას, იმიტომ რომ ეს შენი ყოველდღიურობაა... მე კი ამ ყოველდღიურობას იშვიათად მივირთმევ... ბარნ შენი ჩუპაჩუპსი გამასინჯე რაააა?

- აიწონა-დაიწონა ეხლა ისე მაღლა ავედი, რომ სხვა დროში გადავედი, აქ 00.56 საათია,  ის ოთახი ისევ უცნაურ სურნელებაშია ჩაძირული და ... ოოოო, როგორც ყოველთვის ვიღაც დამადგა თავზე.... ჰეჰ იცი დაბლა ჩამოვსულვარ. ირი დამეწიე და ჩემს ჩუპა-ჩუპს გაჭმევ, მაგრამ მე როცა ქვემოთ ვარ შენ ზევით იწევ და ასე უთავბოლოდ ...

-ვერასდროს ვეწევით ერთმანეთს, ვცდებით დროსა და სივრცეში, არადა ისე მინდა წითელი ჩუპაჩუპსიიიიიიიიიიიიიი ... ახლა მე ქვემოთ ვარ, შენ ისევ ზემოთ... ზემოთ ყოველთვის კარგია, სუფთა ჰაერია და ფიქრებიც იცრება საცერივით... აქ ქვემოთ მტვრის სუნია ბარნ... და მე ვტირი იმიტომ რომ ხელს გიწვდი და ვერ გეპოტინები... მაინც რა ცუდი რამეა ეს აიწონა-დაიწონა, თავის ჭკუაზე გვაყირავებს... არადა როგორ მინდა ახლა ჩემი მტვრიანი საათის ციფერბლატიც 00.56 აჩვენებდეს...
  ბარნ, წეღან იუზამ ისევ მთხოვა 5 თეთრი... რა უცნაურია გუშინ ვნახე და თავდაყირა იყო გამოკიდებული ლიფტში... ალბათ ასე უფრო ჭკვიანი ჰგონია თავი...

- აიწონა-დაიწონა ... რა გატირებს? თმა იცი რა სასაცილოდ მაქვს გაწეწილი? თან აქედან ლაპასიდის ვხედავ. აი იმას, რომ გიყვებოდი დამესიზმრათქო. კაი ვინმეა კაი... აიწონა-დაიწონა...ეეე ისევ გაქრა, მაგრამ სამაგიეროდ იუზა ჩემსკენ მოდის. ალბათ ისევ 5 თეთრი უნდა. არადა მარტო წითელი ჩუპა-ჩუპსები მაქვს...აიწონა-დაიწონა ...თუ გინდა მეც ქვემოთ ჩამოვალ და სხვანაირი აიწონა-დაიწოდა ვითამაშოთ. მერე  მიიწონა-მოიწონა დავარქვათ.

-ხო უცნაურია... შენი ჰეიდური კიკინაც სადღაც გაიქცა... აი მიმის კიკინებივით გაიქცა სადღაც უსასრულობაში... იცი? აღარც მე მაქვს ძველებურად ხუჭუჭა თმები, იმიტომ რომ ისიც გამოგონილი იყო სიზმარეთივით. ისე მიკვირს ხოლმე შენი სიზმარეთის გმირები რომ გადმოდიან რეალობაში... მიიწონა-მოიწონა, მიიწონა-მოიწონა... იუზამ მითხრა ფრენას ვსწავლობო, მერე შემომთავაზა ჩემთან ერთად გაფრინდიო და... შენს გარეშე არ გავფრინდები ბაააააარნ, ამიტომ შევთავაზე მასაც ჩუპაჩუპსი, არ გამიბრაზდესთქო... ბააააააარნ ჩუპაჩუპსი გამითავდა ბააააარნ... ეს აიწონა კიდევ აღარ ჩერდება...

-იუზა რა იაღოველი გახდა? ერთი ეგ გიჟი მიყვარდა და ...ეჰ... იცი აღდგომაზე იაღოველი ტაქსისტი შემხვდა და ლამის სანაპიროდან მტკვარში გამაფრინა...თმა მაშიანც გამეწეწა, მაგრამ გადავრჩი, ხო აღდგომა იყო და იმიტომაც გადავრჩი,თან ბებია დამესიზმრა, ვითომ ხელი მაგრად ჩამჭიდა და ნუ გეშიანიაო თვალებით მანიშნა.

-ახლა წარმოვიდგინე თმაგაწეწილები როგორ ვიფრენდით ხიდიდან მტკვარზე, მტკვარიდან ზევით... სულ ზევით... ჰაერი ისევ ითამაშებდა ზევით და ქვევით... ვიღაცა იტყვის იეღოველები არიანო... აი ერთი ჩემი მეგობარი კი იტყოდა: თოლიები ხართო... იუზა ისევ დარბის კიბეებზე და ყველას აგინებს, ვისაც ფრენა არ შეუძლია, უფრო სწორად შეუძლია და არ დაფრინავს... ჩვენ დავფრინავთ უწონადობაში... აიწონა-დაიწონა, აიწონა-დაიწონა...

- არა, ირი ჩვენ მხოლოდ აიწონა-დაიწონა გვაფრენს, თორე აბა დაფიქრდი რად გვინდა  გაფრენა? ჩვენ ხომ  ისედაც ვაფრენთ....აიწონა- დაიწონაააა....

-ჩუპაჩუპსი მინდა ბაააააააააააარნ, ჩუპაჩუპსიიიიიიიიიი, შენი გამასინჯე რაააააააა...

-შენთან რომელი საათია?

-სიგიჟის ...

               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები