ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ი.ხ.
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2008


მინი

დომინო

უგზოუკვლოდ ამოტრიალებულები
და არეულები,
ვლაგდებით ერთმანეთის ხელებში
და ვიწყებთ თამაშს.
პირობა ერთია -
გვერდიგვერდ მოსახვედრად
გვჭირდება მსგავსება,
მე 
    და 
          შენ.


* * *

ტალღების ქიმზე
ბილიკი გავჭერი,
შენსკენ მომავალი
უფალო


* * *

რა პატარაა შენი სურათი
ჩემს ხელისგულზე,
პატარა ნაგლეჯი
სადაც მხოლოდ სახე და ტანი ჩანს
შენი


* * *

ერთხელ ვინატრე ქალშავა
ჩემად და არა სხვაგზიად,
მივადექ კარზე, არ ვრიდე
არცვიც ნეტავ რამ დამრია.

ერთხელ ვინატრე ქალშავა
ერთხელ მეც უნდა ვიღიმო,
გამამხედავდე ხშირადა
შინით, უკრეფო ღიღილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები