ახლა ისე მენატრები, თითქოს ერთი საუკუნის უნახავი მყავდე. თურმე ასეთი ყოფილა მონატრება. დრო, ალბათ, მხოლოდ მონატრებას ვერ აუფერულებს, პირიქით, ამძაფრებს.ტკივილებს კურნავს დრო, მონატრებას _ ვერა. მენატრები და ამ სიტყვას არ შეუძლია ჩემი გრძნობების გამოთქმა. ბანალურია, მაგრამ ასეა... ყველაფერში შენ მენატრები, ყველგან უშენობას ვგრძნობ... ვიცი, შენი მონატრება დასრულებადია... ჯერჯერობით. მერე, როცა დაუსრულებელი გახდება, რაღა მეშველება? არ მინდა ეგ რომ მოხდეს, არადა ვიცი, რომ ოდესმე მაინც უნდა მოხდეს... ოდესმე და არა ახლა, დღეს ან ხვალ... დედა, მენატრები დე, ჩემო... რა ვქნა? ვხვდები რომ უსასრულოდ გრძელდება ჩვენი დაშორება. ჰო, უსასრულოდ და ეს უსასრულობა ერთ თვეში არის მოთავსებული... უსასრულოა ჩვენი განშორება ერთ დღეშიც კი... ყოველთვის მინდოდა დრო ნელა გასულყო, გაწელილიყო. ახლა მინდა მალე დაღამდეს, მალე გათენდეს, მალე გავიდეს ეს დაწყევლილი დრო. იმიტომ, რომ შემიძლია ერთი უსასრულობის გასვლის შემდეგ შეგხვდე, გნახო, მოგეფერო ნაოჭებშეპარებულ სახეზე. დაგიკოცნო თვალები, ხელები, გულიც. გული... უზომოდ მენატრები... ყოველი დილა შენზე ფიქრით ირთვება, შენი მონატრებით გამოწვეული ცრემლით აბრწყინდება სხივი ჩემს ბალიშზე. მეშინია, ხშირად, რომ ერთ დღეს ამას ვეღარ გავუძლებ. შუადღე მწარეა ჩემთვის, იმიტომ, რომ ვიცი უშენოდ უნდა დაღამდეს. საღამო? ღამე? წამებაა, დიდი წამება. დე მენატრები... ოოო, რატომ ხდება ასე, რომ ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაც უნდა მივატოვო, რაღაც უნდა დავივიწყო... ყველა ასეა?! ძნელია ცხოვრება. დედა, იმედია მაპატიებ გულგრილობას, უწესობას, მოყენებულ ტკივილებს. მჭირდები, დე... ალბათ, დედა ყველას ძალიან უყვარს, ყველას ჭირდება გვერდით, მაგრამ, ცხოვრება დედას იმიტომ გვაშორებს, იმიტომ გვანატრებს, რომ გამოვისყიდოთ დაბადებისდროინდელი ტკივილი, დედისთვის მიყენებული. მენატრები და ეს უნდა ვიგრძნო, თორემ შენი სიყვარული რა იქნება? ჩემი ტკივილი მე არ მასვენებს, შენ როგორ ხარ_მეთქი, არ გეკითხები, იმიტომ, რომ მოსმენა არ შემიძლია შენი... მირჩევნია მენატრებოდე მხოლოდ ძველი მოგონებით, და ეს მოგონება არ განმიახლდეს, იმიტომ, რომ მონატრებაც გამიმძაფრდება და უფრო ვიტკივილებ უშენობას. მენატრები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ესეც მომეწონა ესეც მომეწონა
11. დედასთან მინდააა...:(ეეჰჰ..:-* დედასთან მინდააა...:(ეეჰჰ..:-*
9. რა ბედნიერებაა, როცა შვილი ასე გეტყვის მენატრებიო რა ბედნიერებაა, როცა შვილი ასე გეტყვის მენატრებიო
8. ოოო, რატომ ხდება ასე, რომ ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაც უნდა მივატოვო, რაღაც უნდა დავივიწყო... ყველა ასეა?!
კი...ასეა ეტყობა... ოოო, რატომ ხდება ასე, რომ ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაც უნდა მივატოვო, რაღაც უნდა დავივიწყო... ყველა ასეა?!
კი...ასეა ეტყობა...
5. ალბათ, დედა ყველას ძალიან უყვარს, ყველას ჭირდება გვერდით, მაგრამ, ცხოვრება დედას იმიტომ გვაშორებს, იმიტომ გვანატრებს, რომ გამოვისყიდოთ დაბადებისდროინდელი ტკივილი, დედისთვის მიყენებული.
მჭირდები, დე...
გაიხარე, თამუნა... ძალიან კარგად არის დაწერილი! 5 ალბათ, დედა ყველას ძალიან უყვარს, ყველას ჭირდება გვერდით, მაგრამ, ცხოვრება დედას იმიტომ გვაშორებს, იმიტომ გვანატრებს, რომ გამოვისყიდოთ დაბადებისდროინდელი ტკივილი, დედისთვის მიყენებული.
მჭირდები, დე...
გაიხარე, თამუნა... ძალიან კარგად არის დაწერილი! 5
4. :( მჭირდები, დე... :( მჭირდები, დე...
3. "ისე არ გავა ღამე, არ დამენახოს დედა." "ისე არ გავა ღამე, არ დამენახოს დედა."
2. გალალალი :) გალალალი :)
1. ეს ორი წლის წინ დავწერე და ადრე სხვაგან იდო, მაგრამ ახლა აქაც დავდებ... დღევნდელი დღის მადლი შეგეწიოთ ყველას... :) ეს ორი წლის წინ დავწერე და ადრე სხვაგან იდო, მაგრამ ახლა აქაც დავდებ... დღევნდელი დღის მადლი შეგეწიოთ ყველას... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|