 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 25 აპრილი, 2009 |
გაპარვა
,,...იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.’’ დაბ. 31.20.
,,მაინც წავიდნენ, გაიპარნენ... ჩემი შვილებიც... შვილიშივილებიც... ცხვარიც წაუსხამს!... ო, ეს ეშმაკი იაკობი! სად გამაცურა?!... ჩემს ასულებსაც არ შევეცოდე... სულ მიმატოვეს!...’’ ,,ხომ გაფრთხილებით, მამა, არ ენდოო, მაგ გაიძვერას!’’... ,,ახლა რაღა ვქნა?... რა გზას დავადგე?... შევეგუო, თუ მათ გზას გავუდგე?!... ო, ეს რა ხდება, ჩემი კერპები! ღმერთო, კერპებიც გაუტაცნიათ!... არა, ამას კი არ ვაპატიებ ჩემს სიძეს, ვერაგს!...’’
*** გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს ღამით, ,,არც კარგი ჰკადრო და არც ავი, ლაბან, გაფრთხილდი...’’ ,,უფალი ისევ სწყალობს იაკობს,’’ ასე იფიქრა დილით ლაბანმა, ჯავრი დათრგუნა და გზას გაუდგა...
*** ,,სხვას არას გეტყვი... გული მტკივა, რად გამეპარე?... თუ მამის სახლში დაბრუნება მოგნატრებია, გეთქვა, სიმღერით და დიდი ლხინით გაგისტუმრებდი... ასულებიც ისე მომტაცე, თითქოს მახვილით ნაშოვნი გყავდეს... კარგი არც ამის გამო გამტყუნებ... მაგრამ ღმერთები... ჩემი ღმერთები რაღად მომპარე?!...’’ იაკობმა წარბი შეჰყარა: თუ ქურდს იპოვით, სიკვდილით დავსჯი!... ღვთის სახელს...’’ და იაკობს სიტყვა უცებ პირზე შეაშრა... რაქელის თვალებს შეეფეთა... ყველაფერს მიხვდა... ჩანს, რაქელი მშობლიურ კერპებს ვერ შელევია... ეძებდნენ დიდხანს... მაგრამ ამაოდ... რაქელის ღიმმა?!... კერპი გული შეურბილა, თუ?... უცებ, ლაბანმა ძებნა შეწყვიტა... შეწყდა გულწყვეტაც... უნდობლობაც ნდობამ მოთოკა... სიძე-სიმამრი დაზავდნენ და მოწმობის გორა ,,გალაადი’’ აღმართეს ფიცად.
2008წ. 5-15 თებერვალი.
შერკინება
,,...რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე...’’ დაბ. 32.28.
და ეს კარიბჭე უფლისა იყო?!... ზეცად ანგელოზთ კიბე რომ ედგათ... ცხადში ნახა, თუ სიზმრად ეზმანა?... ვერ მოიგონა... ,,მე რად მიწვევდი?!... ზეცა რომ დუმდა?... დუმდა?!... თუ?... ღმერთი სულ გვერდით მყავდა... მყავდა და მაინც, უფლის რჩეულს, ქვე-ქვე გაძრომა გადასარჩენად, თითქოს ნაძრახი ვიყავ ვიღაცა, რატომ მიწევდა?!... შინ კი ვბრუნდები, მაგრამ რით, როგორ?... ჩემს ძმას, გულნაწყენს, გადავურჩები?... უფალო, სად ხარ?!... აქ ხარ, თუ სხვაგან, ნუ მიმატოვებ!... ქუსლს ხელს არ ვუშვებ... როგორც საშოდან, განსაცდელიდან, მაღლა ამწიე, გადამარჩინე! ისიც არ ვიცი, ძალა მკლავისა მეყოფა ახლა, თუ არ მეყოფა?... მაინც შენ გესავ!... ვიცი, დამლოცავ!... აღთქმას დაიცავ!...’’ და უფალთან მორკინალი ძველი რაინდი, ,,უფალო, აქ ხარ?... რატომ შევეჭვდი?...’’ დაკოჭლებული... .... ..... ..... ..... ..... .... ...., ,,შვილო, მეძახდი?... ხელს გაშველებდი...’’ გაჰყურებდა ახალ შენაპირს... ,,უფალო, გესმა?!... გესავ დანაპირს!...’’
*** მიწის ერთი შემობრუნება!... იისფერ ცაზე თეთრი მთვარე დაეყუდება... ღამე გუბდება... მიწის მეორე შემობრუნება!... ზეცა შავ საბანს გადაიხდის... მზე, ცვარნაბანი, ნისლის პირბადეს აიფარებს და იჭვრიტება... მიწის მესამე შემობრუნება!... დილას ცალყბად ჩაეღიმება... ჩამოიცლება ქვიშის საათიც... ვაჟი -- თორმეტი... ცოლი -- ორი... მსახური -- ასი... ცხვარი -- ათასი... რაინდი -- კოჭლი იაკობი -- დღეს მამის სახლში... და უფლის რჩეულს კიბე აქვს ცაში... კიდე?... კიდევ... დიდი იმედი იქ კიბით ასვლის.
2008წ. 13 თებერვალი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია, ადვილი და გასაგები თხრობა. მხოლოდ რაინდი ვერ ჯდება ჩემის აზრით, დანარჩენს რაც შეეხება მართლა მაგარია, მომწონს ეს ჟანრი.... ძალიან საინტერესო ნაწარმოებია, ადვილი და გასაგები თხრობა. მხოლოდ რაინდი ვერ ჯდება ჩემის აზრით, დანარჩენს რაც შეეხება მართლა მაგარია, მომწონს ეს ჟანრი....
17. ჩემს სიძეს, ვერაგს!...’’
ძალიან მაგარი მიგნებაა ეს,სუფთა ქართული რა,მოკლედ ჩვენებური პატარა ფორმულაა: სიძე ყველაზე ბინძური ნათესავი,თუმცა არის ალტერნატივა... აქვს ხო სიძეს დიალოგისგან განსხვავებით ალტერნატივა ?:)) ჩემს სიძეს, ვერაგს!...’’
ძალიან მაგარი მიგნებაა ეს,სუფთა ქართული რა,მოკლედ ჩვენებური პატარა ფორმულაა: სიძე ყველაზე ბინძური ნათესავი,თუმცა არის ალტერნატივა... აქვს ხო სიძეს დიალოგისგან განსხვავებით ალტერნატივა ?:))
16. მირაკრაკებს სათქმელი... მირაკრაკებს სათქმელი...
15. გაგრძელება იქნება უკვე ტრადიციად იქცა :) გაგრძელება იქნება უკვე ტრადიციად იქცა :)
14. როგორც ყოველთვის მხვდება აქ, კარგია როგორც ყოველთვის მხვდება აქ, კარგია
11. 100%-ით ვეთანხმები მეც ლალის და იმო ძიას!!! არ დაიზარო!!! 100%-ით ვეთანხმები მეც ლალის და იმო ძიას!!! არ დაიზარო!!!
10. იისფერ ცაზე თეთრი მთვარე დაეყუდება... ღამე გუბდება...
მზე, ცვარნაბანი, ნისლის პირბადეს აიფარებს და იჭვრიტება... -მიყვარხარ მათე...555555555
იცი, მინდა რომ არასდროს არ დაამთავრო შენი ბიბლია... იისფერ ცაზე თეთრი მთვარე დაეყუდება... ღამე გუბდება...
მზე, ცვარნაბანი, ნისლის პირბადეს აიფარებს და იჭვრიტება... -მიყვარხარ მათე...555555555
იცი, მინდა რომ არასდროს არ დაამთავრო შენი ბიბლია...
9. ჩემი გულწრფელი სალამი, მათე-ბიჭო! მიყვარს ეს ჟანრი - ნაღდი პოეტური პროზა... ლალის ვეთანხმები და ამ საქმეში მეც სიამოვნებით დაგეხმარები! მთავარია, წარმატებით გაასრულო ეს მშვენიერი და დიდი ნაწარმოები. ჩემი გულწრფელი სალამი, მათე-ბიჭო! მიყვარს ეს ჟანრი - ნაღდი პოეტური პროზა... ლალის ვეთანხმები და ამ საქმეში მეც სიამოვნებით დაგეხმარები! მთავარია, წარმატებით გაასრულო ეს მშვენიერი და დიდი ნაწარმოები.
8. ერთიანად რომ გექნება,თუნდაც ერთი ნორმალური ეგზემპლიარი გააკეთე და მიიტანე საპატრიარქოში.არ ვიცი მანდ ვინ კურირებს კულტურას და კონკრეტულად ლიტერატურას. თავისი პერიოდიკა და ლიტკონკურსიც ქონდა საპატრიარქოს.არ დაიზარო რა. ერთიანად რომ გექნება,თუნდაც ერთი ნორმალური ეგზემპლიარი გააკეთე და მიიტანე საპატრიარქოში.არ ვიცი მანდ ვინ კურირებს კულტურას და კონკრეტულად ლიტერატურას. თავისი პერიოდიკა და ლიტკონკურსიც ქონდა საპატრიარქოს.არ დაიზარო რა.
7. უფალი შენთანაა :-* უფალი შენთანაა :-*
6. დუმდა?!... თუ?... ღმერთი სულ გვერდით მყავდა... მყავდა და მაინც, უფლის რჩეულს, ქვე-ქვე გაძრომა გადასარჩენად, თითქოს ნაძრახი ვიყავ ვიღაცა, რატომ მიწევდა?!... ------
და უფლის რჩეულს კიბე აქვს ცაში... კიდე?... კიდევ... დიდი იმედი იქ კიბით ასვლის.
გაიხარე, მაიკო! არაჩვეულებრივი ხარ! ძალიან მიყვარხარ და მეამაყები! 5 დუმდა?!... თუ?... ღმერთი სულ გვერდით მყავდა... მყავდა და მაინც, უფლის რჩეულს, ქვე-ქვე გაძრომა გადასარჩენად, თითქოს ნაძრახი ვიყავ ვიღაცა, რატომ მიწევდა?!... ------
და უფლის რჩეულს კიბე აქვს ცაში... კიდე?... კიდევ... დიდი იმედი იქ კიბით ასვლის.
გაიხარე, მაიკო! არაჩვეულებრივი ხარ! ძალიან მიყვარხარ და მეამაყები! 5
5. მაგარი ხარ მატე მაია! 555 მაგარი ხარ მატე მაია! 555
4. მიწის მესამე შემობრუნება!... დილას ცალყბად ჩაეღიმება... ჩამოიცლება ქვიშის საათიც...
ჩემგანაც დილა მშვიდობის... :) .............. კიდე?... კიდევ... დიდი იმედი იქ კიბით ასვლის.
მიწის მესამე შემობრუნება!... დილას ცალყბად ჩაეღიმება... ჩამოიცლება ქვიშის საათიც...
ჩემგანაც დილა მშვიდობის... :) .............. კიდე?... კიდევ... დიდი იმედი იქ კიბით ასვლის.
3. ... (გაგრძელება იქნება)... სულ უფრო და უფრო მომწონს ეს დაპირება... :)
... (გაგრძელება იქნება)... სულ უფრო და უფრო მომწონს ეს დაპირება... :)
1. მათე, დილა მშვიდობისაააააააააააააააააა :)
ხოო, ნაწერი უზადოდ წრფელია და სუფთა , ნუ მე სხვა კომენტარი არ მაქვს რაინდის რომანის შესახებ , ძალიან მომწონს :)
და მშვიდობიანი დღე ყველას :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
მათე, დილა მშვიდობისაააააააააააააააააა :)
ხოო, ნაწერი უზადოდ წრფელია და სუფთა , ნუ მე სხვა კომენტარი არ მაქვს რაინდის რომანის შესახებ , ძალიან მომწონს :)
და მშვიდობიანი დღე ყველას :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|