ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მორის ჯერალდი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


ბედნიერება

შენ ასულდგმულებ ვნებით დამთვრალ გულს
რეალობავ და ოცნებავ ჩემო,
შენ მაგრძნობინე რომ მე სიყვარულს
მხოლოდ ახლაღა გავუგე გემო


ვერ ავხსნი ახლა რასაც ვგრძნობ სიტყვით,
ვერას დააკლებს სიყვარულს მოცდა,
დუმილი ალბათ უფრო მეტს იტყვის,
და გულის ფეთქვის მხურვალე ლოცვა


მარადიულად მინდა გიცქირო,
გავხდე ცხოვრების შენთვის მიზანი,
შეუჩერებლად, მუდამ გისმინო...
ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი


მაბრუებს შენი მშვენიერება
და დღე უშენოდ გულს კვლავ ატირებს,
შენ მაპოვნინე ბედნიერება
რომლის გაშვებას არსად ვაპირებ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს