 | ავტორი: გუჯარი ჟანრი: პოეზია 5 მაისი, 2009 |
(ნახევრადიუმორესკა) ეს ღრუბელი ბატკანსა ჰგავს, ის ღრუბელი - ერკემალს… ნახე, ღრუბლის რუხ ქარავანს, ვიღაც მიერეკება. ზეცას ფერი აუჭრელდა, არსად მნათიც არა ჩანს… ალვას ტანზე უფრიალებს ნიავ-ქარის ფარაჯა. ის ღრუბელი პინგვინია, ეს ღრუბელი- სელაპი… იქ, რო მოჩანს, ნეტა რაა?- ვეღარ ვარჩევ ვერაფრით… ის ღრუბელი დათვი არი, ეს ღრუბელი - მარტორქა… და ის ფთილა, რომ მიყურებს, თავს მაგონებს რატომღაც… ჩემი ფიქრიც გაიფანტა, ირგვლივ ღრუბლის ქულებად… ქარიც უფრო აწრიალდა, მგონი ცაც იქუფრება. მეუბნები: ,,რაზე ფიქრობ?- სევდა აღარ მანახო…’’ -,,ნახე, ღრუბლის თეთრი რაში, ცის მინდორზე ბალახობს’’… -,,მალე უნდა ჩაიწერო, რასაც ღმერთი გკარნახობს…’’ ის ღრუბელი ბატკანსა ჰგავს, ეს ღრუბელი - ერკემალს… სადღაც ღრუბლის რუხ ქარავანს, ვიღაც მიერეკება…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. სევდა აღარ გვაახოთ:) გილოცავთ დღევანდელ დღეს :) სევდა აღარ გვაახოთ:) გილოცავთ დღევანდელ დღეს :)
20. გაიხარე, სოსო! მეც გილოცავ...მრავალს დაესწარი...:) გაიხარე, სოსო! მეც გილოცავ...მრავალს დაესწარი...:)
18. გიორგობას გილოცავ ძმა! გიორგობას გილოცავ ძმა!
17. 555555555555
მრავალ გიორგობას! 555555555555
მრავალ გიორგობას!
16. კარგია, გილოცავთ კარგია, გილოცავთ
15. მრავალ გიორგობას გუჯარ.. ყველა სიკეთით..
5 მრავალ გიორგობას გუჯარ.. ყველა სიკეთით..
5
14. გიორგობას გილოცავთ, ჩემო კეთილებო!!!!!!!!! გიორგობას გილოცავთ, ჩემო კეთილებო!!!!!!!!!
13. გაიხარეთ...:) გაიხარეთ...:)
12. ეგ ცაა მეც ვიცი...:)
გიორგობას გილოცავ! :) ეგ ცაა მეც ვიცი...:)
გიორგობას გილოცავ! :)
9. მეუბნები: ,,რაზე ფიქრობ?- სევდა აღარ მანახო…’’ -,,ნახე, ღრუბლის თეთრი რაში, ცის მინდორზე ბალახობს’’…
ლამაზი ცა დახატე... :) მეუბნები: ,,რაზე ფიქრობ?- სევდა აღარ მანახო…’’ -,,ნახე, ღრუბლის თეთრი რაში, ცის მინდორზე ბალახობს’’…
ლამაზი ცა დახატე... :)
8. კარგია ცაში ყურება და მერე ლამაზად თქმა... კარგია ცაში ყურება და მერე ლამაზად თქმა...
7. რა საყვარლად ჩარაკრაკდა :) რა საყვარლად ჩარაკრაკდა :)
6. მშვენიერია მეგობარო!!! მშვენიერია მეგობარო!!!
5. არაჩვეულებრივი და მელოდიური ლექსია არაჩვეულებრივი და მელოდიური ლექსია
4. ზეცას ფერი აუჭრელდა, არსად მნათიც არა ჩანს… ალვას ტანზე უფრიალებს ნიავ-ქარის ფარაჯა. საუცხოოა ზეცას ფერი აუჭრელდა, არსად მნათიც არა ჩანს… ალვას ტანზე უფრიალებს ნიავ-ქარის ფარაჯა. საუცხოოა
3. იცით რა მომწონს თქვენში?დახვეწილი ზომიერება. არ შემცდარა ,ვინც მითხრა რომ ძალიან გემოვნებიანი ადამიანი ბრძანდებით:) პ.ს. კომენტარებში კი აქ ზედმეტად კეთილგანწყობილი ხართ ხანდახან:) იცით რა მომწონს თქვენში?დახვეწილი ზომიერება. არ შემცდარა ,ვინც მითხრა რომ ძალიან გემოვნებიანი ადამიანი ბრძანდებით:) პ.ს. კომენტარებში კი აქ ზედმეტად კეთილგანწყობილი ხართ ხანდახან:)
2. მეც მომეწონა :) განსაკუთრებით რითმა ;;) ჩემი 2 შენ ;;) მეც მომეწონა :) განსაკუთრებით რითმა ;;) ჩემი 2 შენ ;;)
1. ის ღრუბელი ბატკანსა ჰგავს, ეს ღრუბელი - ერკემალს… სადღაც ღრუბლის რუხ ქარავანს, ვიღაც მიერეკება… ჩემი თავი გამახსენდა :) .... ძალიან ბავშვური და ლამაზი ლექსია :)
ის ღრუბელი ბატკანსა ჰგავს, ეს ღრუბელი - ერკემალს… სადღაც ღრუბლის რუხ ქარავანს, ვიღაც მიერეკება… ჩემი თავი გამახსენდა :) .... ძალიან ბავშვური და ლამაზი ლექსია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|