 | ავტორი: არგონავტი ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2009 |
თამაში
იდეა: 2 სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილი ლექსები ერთნაირი შინაარსით, ემოციით, სიტყვებით, განწყობითა და იდეით.
სათაური: “თავი დამანებეთ”
სტროფების რაოდენობა: მინ. 3 მაქს. 4
ემოცია: ნეგატიური (მკვეთრად გამოხატული)
ფორმა: მიმართვა (მრავლობით რიცხვში)
მიმართვის ფორმა: თხოვნის გამომხატველი, ზომიერად კატეგრიული.
აუცილებლად გამოსაყენებელი სიტყვები: “თავი დამანებეთ”, “თანაგრძნობა”, “ვედრება” “ზურგის შექცევა” “დეპრესია”, “ხელები”, “ყველა” “მარტო დარჩენის სურვილი”.
თემა: დეპრესია, სასოწარკვეთა, მარტო დარჩენის სურვილი.
დრო დასაწერად: 15 წთ. დრო კორექტირებისთვის: 5 წთ.
თავი დამანებეთ! (მორის ჯერალდი)
თავი დამანებეთ, მინდა მარტო დავრჩე, გვედრებთ, გამეცალეთ ყველა ქვეყნიერი, ნუღარ გამიღრმავებთ ტკივილს, უკვე ნაჩვევს, მეც ხომ მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი?!
თქვენს ჭუჭყიან ხელებს ნუღარ შემახოცავთ, გავხდე თქვენნაირი - ნუღარ შეეცდებით! უკანასკნელ გრძნობებს ნუღარ ჩამიხოცავთ, ვეღარ ამომიშლით ნაწერს შემეცნებითს,
თუ ვერ შემიყვარეთ, მაშინ შემიძულეთ, ამით ამოძირკვეთ გზა ნეიტრალური, თქვენს წინ დავიჩოქო, ვეღარ მაიძულებთ, თქვენთვის შეინახეთ თქვენი სიბრალული!
მჯერა არ შეიმჩნევთ ბორკილს დეპრესიის, სიამაყის თრგუნვას შეწყვეტს თანაგრძნობა. გვედრებთ კიდევ ერთხელ – ზურგი შემაქციეთ! არ მსურს სიბრალული, აღარც თანადგომა...
თავი დამანებეთ! (არგონავტი)
სულში დემონები დეპრესიის ლავას ხარშავენ, ტანჯვა-წამებით მოთრეული თეთრი ფერები ისევ ივერცხლება... შავი ღრუბელი ნათელ, მზიან დღეებს აშავებს ფიქრებს ოცნებისთვის არ სცალიათ, აღარც ეცლებათ.
და ცხოვრებისგან ისევ ვდგავარ დღეს ზურგეშექცევით, გგმობთ და მივდივარ, ნუღარაფერს წამომაძახებთ. ხედავთ, ჟანგიან მარწუხებში ისევ ვექცევით?! დროა ხელები შემომხვიოთ, იმედებო, ერთად ჩავძაღლდეთ!
ჩემი არსებობა მინდა ყველას გადაგავიწყოთ, გულში ჩავიხუტებ დღეს ნუგეშინსმცემელ - ჩემს სიმარტოვეს. ზურგი მაქციეთ და აღარ თანამიგრძნოთ! ყველას გევედრებით, თავი დამანებეთ! მარტო დამტოვეთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. არგონავტმა აჯობა არგონავტმა აჯობა
31. დედა დედააა დედა დედააა
30. იცი ჩემი აზრი ამაზე :) იცი ჩემი აზრი ამაზე :)
27. ეს ძალზე საინტერესოდ მეჩვენა.ამ მიმართულებით მუშაობა,ვფიქრობ,ბევრს შეგძენთ. ეს ძალზე საინტერესოდ მეჩვენა.ამ მიმართულებით მუშაობა,ვფიქრობ,ბევრს შეგძენთ.
26. ყოჩაღ თქვენ!!! ყოჩაღ თქვენ!!!
24. მგონი საინტერესო თამაში გამოგვივიდა :)
თუმცა მე არგონავტის ლექსები უფრო მომწონს.
მადლობა ყველას :) მგონი საინტერესო თამაში გამოგვივიდა :)
თუმცა მე არგონავტის ლექსები უფრო მომწონს.
მადლობა ყველას :)
23. სწორედ პირველ ლექსში ასეთი რითმა მეხამუშა: თანადგომა - თანაგრძნობა... საერთოდ კი თამაში მაინც თამაშია... სწორედ პირველ ლექსში ასეთი რითმა მეხამუშა: თანადგომა - თანაგრძნობა... საერთოდ კი თამაში მაინც თამაშია...
22. ვაი,ეხლა არ დამაწყებინო ისევ რაცხა და რა,ყურში გეტყვი:D:D
ის პირველი ჯერალდინიო მომეწონა უფრო:P მოგიკითხე:-* ვაი,ეხლა არ დამაწყებინო ისევ რაცხა და რა,ყურში გეტყვი:D:D
ის პირველი ჯერალდინიო მომეწონა უფრო:P მოგიკითხე:-*
21. საინტერესო ''თამაში'' გამოგსვლიათ;)
ყველას შეიძლება რაღაც გაგვახსენდეს, მაგრამ არამგონია ''თავის დანებებაზე'' ვინმეს ექსკლუზივი ჰქონდეს. საინტერესო ``თამაში`` გამოგსვლიათ;)
ყველას შეიძლება რაღაც გაგვახსენდეს, მაგრამ არამგონია ``თავის დანებებაზე`` ვინმეს ექსკლუზივი ჰქონდეს.
20. პირველში...5 პირველში...5
18. საინტერესო ჩანაფიქრია საინტერესო ჩანაფიქრია
17. მარტო პირობის დასამახსოვრებლად 5 წუთი დამჭირდა:)) მარტო პირობის დასამახსოვრებლად 5 წუთი დამჭირდა:))
16. ლალის ვეთანხმები. მეც ეს ლექსი გამახსენდა უცებ :) ლალის ვეთანხმები. მეც ეს ლექსი გამახსენდა უცებ :)
14. ყველას გევედრებით, თავი დამანებეთ! მარტო დამტოვეთ...
აქტუალურია ხოლმე ხანდახან ეს ფრაზა... მთლიანობაში საინტერესოა, ვერ ვიტყვი უვნობია-მეთქი, თუმცაღა არის რაღაც ახალი თუნდაც...
დროა ხელები შემომხვიოთ, იმედებო, ერთად ჩავძაღლდეთ!
ყველას გევედრებით, თავი დამანებეთ! მარტო დამტოვეთ...
აქტუალურია ხოლმე ხანდახან ეს ფრაზა... მთლიანობაში საინტერესოა, ვერ ვიტყვი უვნობია-მეთქი, თუმცაღა არის რაღაც ახალი თუნდაც...
დროა ხელები შემომხვიოთ, იმედებო, ერთად ჩავძაღლდეთ!
13. საინტერესოა....გამახალისა უცებ... :) საინტერესოა....გამახალისა უცებ... :)
12. საიდანღაც მეცნობი.ნეტავ საიდან?! :D ჩემი 2 ქულა შენ :D საიდანღაც მეცნობი.ნეტავ საიდან?! :D ჩემი 2 ქულა შენ :D
11. :) :)) ;) ასე ჩემს მოწაფეებს ვათამაშებ ხოლმე, წერა რომ ვასწავლო....;) ძალიან საინტერესო რაღაცეები დაეწერებათ ხოლმე... მომწონს! :) :) :)) ;) ასე ჩემს მოწაფეებს ვათამაშებ ხოლმე, წერა რომ ვასწავლო....;) ძალიან საინტერესო რაღაცეები დაეწერებათ ხოლმე... მომწონს! :)
10. წუთით ვიფიქრე,მეც ხომ არ ჩავება თამაშში მეთქი:) წუთით ვიფიქრე,მეც ხომ არ ჩავება თამაშში მეთქი:)
9. მომწონს ასეთი "პონტები" და მივესალმები :) მომწონს ასეთი "პონტები" და მივესალმები :)
8. სააშკარაოზე გამოტანილ-გაშიშვლებული ტანდემი მომწონს, შესრულება - ვერ :) არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ შე-მო-მეთქვ-ა :P სააშკარაოზე გამოტანილ-გაშიშვლებული ტანდემი მომწონს, შესრულება - ვერ :) არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ შე-მო-მეთქვ-ა :P
7. არა მე მხოლოდ აწყვეტილ ტროლეიბულებში ვწერ :D :D :D არა მე მხოლოდ აწყვეტილ ტროლეიბულებში ვწერ :D :D :D
6. ქეთი...., ავტობუსში არ დაგიწერია ლექსი? :D ქეთი...., ავტობუსში არ დაგიწერია ლექსი? :D
5. ასეთი თამაშები მომწონს.. :) ჩვენ კიკეთში ვწერდით ხოლმე ასე კოლექტიურად ლექსებს ტყეში...გრუპაუხას ვეძახდით (გაწითლების სმაილიკი) :D ასეთი თამაშები მომწონს.. :) ჩვენ კიკეთში ვწერდით ხოლმე ასე კოლექტიურად ლექსებს ტყეში...გრუპაუხას ვეძახდით (გაწითლების სმაილიკი) :D
3. ბიჯო ბიჯო :D რა დღEში ხარ შენა? :D დაგიწერდი ეხლა ერტიორ ტკბილს იტყვას, მაგრამ... :D ბიჯო ბიჯო :D რა დღEში ხარ შენა? :D დაგიწერდი ეხლა ერტიორ ტკბილს იტყვას, მაგრამ... :D
2. ღამე ყორანივით შავი, უფრო ნერვიული ხველა. ყველამ დამანებეთ თავი! თავი დამანებეთ ყველამ!
ხშირად ვიხედები უკან, ნისლი გაწოლილა მთებზე. ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ! ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე!
დაუნდობელია დრო კვლავ, ბედი ხელუკუღმა მცემდა. ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ! მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან!
ღამე ყორანივით შავი, უფრო ნერვიული ხველა. ყველამ დამანებეთ თავი! თავი დამანებეთ ყველამ!
;) ღამე ყორანივით შავი, უფრო ნერვიული ხველა. ყველამ დამანებეთ თავი! თავი დამანებეთ ყველამ!
ხშირად ვიხედები უკან, ნისლი გაწოლილა მთებზე. ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ! ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე!
დაუნდობელია დრო კვლავ, ბედი ხელუკუღმა მცემდა. ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ! მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან!
ღამე ყორანივით შავი, უფრო ნერვიული ხველა. ყველამ დამანებეთ თავი! თავი დამანებეთ ყველამ!
;)
1. 2.5 + 2.5 = 5 :D მოკლედ მე მიყვარს ასეთი თამაშები, მე და ბარნომუსიაც ვთამაშობთ ხოლმე ;;) ლექსები მომეწონა 2.5 + 2.5 = 5 :D მოკლედ მე მიყვარს ასეთი თამაშები, მე და ბარნომუსიაც ვთამაშობთ ხოლმე ;;) ლექსები მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|