ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2009


პაპსა

მაჩუქე გული... ის შენ არფერში გჭირდება!
                                        დანტე ალიგიერი.


იმღვრევა...
მაინც მევსება სული -
ფერები ლურჯი, ფერები მწვანე,
მზერაა ზოლი ზურმუხტის ფუნჯით,
თავს იკლავს,
მღერის სოპრანოს ნუში...
იმღვრევა...
ფაქტი - ისარი გულში,
წატეხილი აქვს თავები ნერვებს,
იწვევს დუელში, პირველი ესვრის,
მორტყამს, იტყვის -
ეს უკვე მერვე!
იმღვრევა...
რჩება, წამები ქურდი
მიიპარება დღეებს ასველებს,
შენი ღიმილი ვიღაცას უცდის,
დიდხანს დაუცდის,
თუ არ წაშალეს...
თუ არ დამალეს,
თუ არ დახატეს,
თუ არ გაუსვეს ბაცი ფითრები,
ეს იყო მერვე,
იქნება მეცხრე!
ვინ გეკითხება?
ვის ეკითხები?
იმღვრევა...
მაინც მევსება სული -
ფერები ლურჯი, ფერები მწვანე,
მზერაა ზოლი ზურმუხტის ფუნჯით,
თავს იკლავს,
მღერის სოპრანოს ნუში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები