ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაჩი დაღიანი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


წვიმით მთვრალი ქალაქი

პროგნოზით მზე იყო დღეისთვის თბილისში,
მაგრამ ჩვენს სულებში იწვიმა უეცრად,
თავები გალუმპულ ჭადრებს ქუჩებში
ჩანიშნულ გვერდივით გადაუკეცავთ.

უქოლგო წყვილები ცვლიან გაჩერებებს
ტრანსპორტის,რომელიც არა და არ მოდის,
მშობლების ბრაზიან,ხმამაღალ ზარებს,
რომ არ უპასუხონ - აღარ გამოდის!

სხვისი მეუღლე სხვის ცოლთან პაემანზე
უგულო ამბორით უტიფრად ერთობა,
ხვალ დილით ალბათ წავა წირვაზე
სადაც მაცხოვრისგან მოელის შენდობას!

ორი მეგობარი შეხვდა ლუდის ბართან,
ორივეს დარდები ატყვიათ სახეზე,
წვიმით მთვრალ ქალაქში წაიქცა ჭიქები
და უკვე დარდობენ  - აღარაფერზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები