"ამ მღვრიე წყლებში მე მეფე ვარ მქვია ჰეროდე. (ჰეროდე(18+) ანუ ცამსვლელის ლექსისითვის დაწერილი ყავას ვისხამ და ვურევ, მერე პატარა მორევს ჩავყურებ, რომელიც თანდათან ქრება. მხოლოდ რამდენიმე პატარა ბუშტი რჩება ნაპირზე, მივყვები და ვცდილობ ისინიც გავაქრო. ყავით სავსე ფინჯანს ზემოდან დავყურებ, ორთქლი ამოდის და სახეს მინამავს. სახეს ცრემლიც ხშირად ნამავს, მაგრამ ეს სულ სხვაა, ცხელი ორთქლი ყავის არომატით, სუნთქვას გავს არა?! ქარია, მცივა მაგრამ არ ვიმჩნევ, "ტეხავს", თან ეს ქარი კაბას მიფრიალებს, ისედაც მოკლეს, არც იმას ვისწორებ, პირიქით, იქნებ დროზე გამოჩნდეს ვინმე... კაცს, როცა მანქანაში უჯდები, ურჩევნია ქალიშვილი ეგონო და განგებ გიწყებს საუბარს სექსზე, ასე უფრო სექსუალური ეჩვენები. ვიღლები თამაშით, დროზე დამთავრდეს ყველაფერი... ერთი ღერი სიგარეტი საწოლში და დაკუჭული ფული ტანსაცმელზე, აი რა რჩება. ჰო, და კიდევ ერთი, სურვილი, იქცე ნეხვად, რომ ჩაგრეცხონ და კანალიზაციას შეუერთდე აშმორებულ მილებში. სირცხვილი?!... მრცხვენია იმათი, ვისაც ყოველ დღე ვხვდები და ვგონივარ სუფთა. მრცხვენია იმ გამყიდველის, რომელიც ღიმილით (ყოველთვის) მაწვდის ხაჭოს, "სუხარს" და ყავას, და მარიგებს, რომ უმჯობესია მეტი ვჭამო, თორემ ქარი წამიღებს. მრცხვენია იმ ბიბლიოთეკარის, რომელიც მაწვდის წიგნებს და დანანებით იქნევს თავს _ ასეთი ახალგაზრდა და სულ მეცადინეობს, არ შეიძლება ამდენი სწავლა. მრცხვენია კიდევ და ყველაზე მეტად იმ ყვავილების გამყიდველი კაცის, რომელთანაც შენ ყიდულობდი ჩემთვის ვარდებს. მრცხვენია იმ ღმერთის, რომლის წინაშეც გრძელი კაბით და თავსაფრით ვლოცულობ ხოლმე, ბილწი ქალწული... თუ დედაკაცი... ვთქვი, რომ ცოლიან კაცს არასდროს ჩავუჯდებოდი მანქანაში და არასდროს გავყვებოდი, მაგრამ ისე გავბოროტდი, ახლა კმაყოფილიც კი ვარ, თუ ცოლიანს გადავაწყდები. თვალს ვერ ვაშორებ ბეჭედს არათითზე, რომელიც მე არ მეღირსა. რა იყო, გაგიკვირდა? ცუდი და საზიზღარი ვარ? და მერე ვინმემ გითხრა კარგიაო, ანგელოზიაო? ეს ადრე იყო, როცა შენ გადაგეყარე, შეგიყვარე და მოგეცი უფლება ვარდები გეჩუქებინა. ახლა სხვანაირადაა, აღარავინ მჩუქნის ყვავილებს და აღარავინ მიდგას გვერდით. მხოლოდ მეხებიან ამაზრზენად... დამაიმედე, მაგრძნობინე, რომ ქალი ვარ და... წახვედი, ისე უბრალოდ, იმიტომ რომ სხვა შეგიყვარდა და იმიტომ, რომ მოგბეზრდი. არ გეტყვი, რომ შენ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ხარ, ეგ ძალიან ადვილი იქნებოდა შენთვის. შენ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ, ქალობის ბედნიერება. დანარჩენი ყველაფერი სიდამპლეა და ყარს, როგორც ძუნკალი ძაღლისგან გადაქოთებული ნაგავი. შვილი რომ მაინც, შვილი რომ შემრჩენოდა. მაგრამ, მაინცადამაინც მაშინ მოუნდა იმ მანქანას წითელზე გადაჭრა, აბა რა იცოდა, რომ სიცოცხლე ფეთქავდა ჩემში, გულთან ოდნავ ქვევით და ძლიერად... ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი და აქედან დაიწყო ყველაფერი, თავისით აეწყო, რაღაცნაირად. ღამით, უფრო სწორად საღამოს, მარტო ქუჩაში მომავალს მანქანა შემიჩერა და ხელით მანიშნა დაჯექიო. და მერე, როცა მის მუხლებში გადავინაცვლე, მივხვდი, რაც მოხდა, უფრო სწორად რაც ხდებოდა მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია, აზრიც არ ქონდა და მინდოდა რაღაცაში ჩამეკლა ჩემი ტკივილი. შვილი აღარ გამიჩნდებოდა და უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა, რად ვიქცეოდი, მაინც არარობა ვიყავი და ასე დავრჩებოდი ბოლომდე. ეს მანამდე... ახლა ყოველი დილა და იწყება ცის იმ პატარა ნაჭრის თვალიერებით, რომელიც ჩემი საკნის სარკმელმა გამოჭრა, ეს მას მერე, რაც ის მოვკალი. ჰო, მოვკალი. მთვრალი იყო, ისევ იმ მანქანაში იჯდა, ჩემი შვილი რომ მოკლა და ზუსტად ისე გიჟივით გადმოჭრა წითელზე ქუჩა. უცებ დაამუხრუჭა ჩემს ფეხებთან და კეფამდე ამათვალიერა _ დაჯე, დაჯეო. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა, ზუსტად. არც ერთი ნაკვთი განსხვავებული არ ჰქონდა, და არც ერთი სიტყვა არ იყო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ჩემს ფიქრებში და სატანურ ოცნებებში. უბრალოდ გამჭვირვალე ბანალური საყვავილე, ძალიან ბანალური მოძრაობით უკანიდან ჩავარტყი თავში და სიკვდილის მოსვლამდე, ძალიან ბანალურად სახეში მიხლილი _ ჩემი შვილისთვის _ და წაბილწულ ტუჩებს წაცდენილი ნერწყვი. ახლა აქ ვარ, ციხე რომ პატიმრებს ასწორებს, მაგ იმედით. მე აქ პატიმარი არ ვარ, მე აქ ნაგავი ვარ, რომელმაც თავისი წილი სიმყრალე დააფრქვია უკვე და ახლა ამძუვნებული ქუჩის ძაღლი თუ გაქექავს უნდომლად და ქალაქის სანაგვეებს წაცდენილი ბინძური ქარი გაატიალებს. ჩემი ტკივილი ჩემი საკუთრებაა და ეგ ერთადერთი მტოვებს ადამიანად, ადამიანად ჩონჩხის ფორმით. კანალიზაციას გაყოლილი უწმინდურებაც...
ერთხელ, მე პატარა და სუფთა ნამი ვიყავი ამ სამყაროში, პატარა მზის სხივი მათბობდა და ძალიან ლამაზ ბიჭს ვუყვარდი. ერთხელ სიყვარულის ამორძალიც ვიყავი, და მერე დეზერტირად მაქციეს. ახლა ჩემზე ამბობენ სხეულით ვაჭრობდაო, არადა არ იციან, სულს რომ უფრო ადრე ვყიდდი გროშებად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ხოო მაგ სურათზე... საყვარელია მაგარი... სომბრეროც და ბავშვიც.. :) ხოო მაგ სურათზე... საყვარელია მაგარი... სომბრეროც და ბავშვიც.. :)
19. ხოო, მართალი ხარ თამუნა,, ანუ, მე სირბილი ავირჩიე :D და შესაბამისად დრო და დრო დავიღლები კიდევაც :D მაგრამ, მერე ისევ გავაგრძელებ სირბილს (თუ ფრენას :D)
ხოდა, რომელი სურათზე იძახი?? :D ავატარა?? :D ხოო, სომბრეროიანი ამიგოა :)
მიყვარს სომბრერო, მაგარია :D
მშვიდობიანი დღე :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
ხოო, მართალი ხარ თამუნა,, ანუ, მე სირბილი ავირჩიე :D და შესაბამისად დრო და დრო დავიღლები კიდევაც :D მაგრამ, მერე ისევ გავაგრძელებ სირბილს (თუ ფრენას :D)
ხოდა, რომელი სურათზე იძახი?? :D ავატარა?? :D ხოო, სომბრეროიანი ამიგოა :)
მიყვარს სომბრერო, მაგარია :D
მშვიდობიანი დღე :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
18. და რა კიდე.. ძალიან საყვარელი სურათი ატვირთე... :)) ვიცინე გულიანად... და რა კიდე.. ძალიან საყვარელი სურათი ატვირთე... :)) ვიცინე გულიანად...
17. ისე ერთსაც გეტყვი, ვინც გარბის ის ეცემა და ვინს მიხოხავს, ის არასდროს... არჩევანი ჩვენზეა.. :)
ასევე, მშვიდობა და ნათელი... :) ისე ერთსაც გეტყვი, ვინც გარბის ის ეცემა და ვინს მიხოხავს, ის არასდროს... არჩევანი ჩვენზეა.. :)
ასევე, მშვიდობა და ნათელი... :)
16.
ჰოო, თამუნა, არაფერია, დრო, მაგრამ, ხომ იცი, ჩვენ სულსწრაფები ვართ ხოლმე,, და ხშირად არ ვაფასებთ დღევანდელი დღის მადლს :)
მე არწივი ვარ :) ბეღურა სხვაა :) მე არ ვარ,, ბეღურა გოგოა,, ,, :)
აბა შენ იცი, კარგი მოსაუბრე ხარ და საინტერესოდ გადმოსცემ შენს აზრებს და არ დაიკარგო ხოლმე, :)
მშვიდობიანი ფრენა :)
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.

15. ლალი, გმადლობ... იმედია, ოდესმე მაგასაც დავიმსახურებ :) ლალი, გმადლობ... იმედია, ოდესმე მაგასაც დავიმსახურებ :)
14. კარგად შეგიძლია წერა. ამ ნაწერში ეს დავინახე და 5 ამიტომ. კარგი ნაწერია-აი ეს დამაკლდა რომ გითხრა . ამ ეტაპზე ასე გეტყვი მხოლოდ-კარგად სეგიძლია წერა:) კარგად შეგიძლია წერა. ამ ნაწერში ეს დავინახე და 5 ამიტომ. კარგი ნაწერია-აი ეს დამაკლდა რომ გითხრა . ამ ეტაპზე ასე გეტყვი მხოლოდ-კარგად სეგიძლია წერა:)
13. ასეთი ადვილი არ არის,, როცა კონტრაქტით გათვალისწინებულ პუნქტებს მიყვები,, ნინიას ბაღი ნაღდად არ არის იმ საქმეში რაშიც მე ვარ დაკავებული,, ასე არ ხდება, მინდა წავალ, მინდა არა,, მინდა დავრჩე მანამდე სანამ საჭიროა,, ნუ სულ რაღაც 11 თვე რაა
დამიჯერე, აბსოლიტურად გეთანხმები და იცი რატო? უსაქმური არავის დასჭირდები, ცოტა პესიმიზმია, მაგრამ რეალურია. მთავარია იქ, სადაც ხარ მართალი იყო საკუთარი თავთან და სწორი გზით იარო, არა? და ბოლოსდაბოლოს 11 თვეც ისეთი არაფერია... :) მართლა, მიტუმეტეს თუ იცი რომ გელოდებიან.. :)
ბეღურაზე იცი რატომ გკითხე, ბეღურაზე ერთგული მგონი არაფერია ამქვეყნად, იმიტომ რომ შემოდგომაზე არ გადაფრინდებიან, სამშობლოში რჩებიან... შენც ბეღურა ხარ... ხო:) :))
და თან, საიდანღაც დაბრუნებაც ძალიან კარგია...
3000-ისითვის გმადლობ...:)) უფრო სწორად სურვილისთვის, რომ დამითმობდი... :)) ასეთი ადვილი არ არის,, როცა კონტრაქტით გათვალისწინებულ პუნქტებს მიყვები,, ნინიას ბაღი ნაღდად არ არის იმ საქმეში რაშიც მე ვარ დაკავებული,, ასე არ ხდება, მინდა წავალ, მინდა არა,, მინდა დავრჩე მანამდე სანამ საჭიროა,, ნუ სულ რაღაც 11 თვე რაა
დამიჯერე, აბსოლიტურად გეთანხმები და იცი რატო? უსაქმური არავის დასჭირდები, ცოტა პესიმიზმია, მაგრამ რეალურია. მთავარია იქ, სადაც ხარ მართალი იყო საკუთარი თავთან და სწორი გზით იარო, არა? და ბოლოსდაბოლოს 11 თვეც ისეთი არაფერია... :) მართლა, მიტუმეტეს თუ იცი რომ გელოდებიან.. :)
ბეღურაზე იცი რატომ გკითხე, ბეღურაზე ერთგული მგონი არაფერია ამქვეყნად, იმიტომ რომ შემოდგომაზე არ გადაფრინდებიან, სამშობლოში რჩებიან... შენც ბეღურა ხარ... ხო:) :))
და თან, საიდანღაც დაბრუნებაც ძალიან კარგია...
3000-ისითვის გმადლობ...:)) უფრო სწორად სურვილისთვის, რომ დამითმობდი... :))
12.
გაიხარე, თამუნა გაიხარე მოლოცვისთვის :)
უიი, ხოო, ერთ არაუშავს კი მოვაყოლე ცოტა მეტი კითხვები და საგონებელში ჩამაგდე, ვერ მივხვდი რა იგულისხმე და მეთქი რა "არა უშავს" თქოოო :D :D
ხო, რა, ნაღდად არ მქონია შეხება ჭავჭავაძესთან,, (არადა, ერთი დრო ინგლისური ენის კურსებზე მინდოდა მანდ მევლო, მაგრამ, ვერ შევძელი,, ძვირი კურსები იყო, არ მქონდა მაგდენი ფული :D)
ხოო, ჩამოვალ, ჩამოვალ, აბა რაა, მეც გავაწყალე გული ამდენი წუწუნით,, :D ბოლო-ბოლო ადამიანი იფიქრებს, ამდენ ბღავილს, დაჰკარი ფეხი და ჩამოდიო,, მაგრამ,,, არის ერთი მაგრამ,,,,
ასეთი ადვილი არ არის,, როცა კონტრაქტით გათვალისწინებულ პუნქტებს მიყვები,, ნინიას ბაღი ნაღდად არ არის იმ საქმეში რაშიც მე ვარ დაკავებული,, ასე არ ხდება, მინდა წავალ, მინდა არა,, მინდა დავრჩე მანამდე სანამ საჭიროა,, ნუ სულ რაღაც 11 თვე რაა :D
ბეღურა ვინ იყო?,, წარსულის ერთი ფერადი და მშვენიერი პერიოდი,, , , :)
ხოოდა, აფსუს, 3000 ქულა მაქვს და როგორ მოგაწოდო რომ დაპოსტო შენს გემოზე , ჰა?? :( (არადა, მე რად მინდა ეს 3000 ქულა, არ ვაქვეყნებ ხშირად ნაწარმოებებს, და :D)
აი ასეთი ამბებიაა :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.

11. გამარჯობაო, ყველას... კოცნები... არ ისევდიანოთ, კარგებო... :) გამარჯობაო, ყველას... კოცნები... არ ისევდიანოთ, კარგებო... :)
9. მომეწონა.. ძალიან..
5 მომეწონა.. ძალიან..
5
8. ერთხელ, მე პატარა და სუფთა ნამი ვიყავი ამ სამყაროში, პატარა მზის სხივი მათბობდა და ძალიან ლამაზ ბიჭს ვუყვარდი. ერთხელ სიყვარულის ამორძალიც ვიყავი, და მერე დეზერტირად მაქციეს. ახლა ჩემზე ამბობენ სხეულით ვაჭრობდაო, არადა არ იციან, სულს რომ უფრო ადრე ვყიდდი გროშებად...
იმოქმედა ძალიან... ნინოობას გილოცავ... ერთხელ, მე პატარა და სუფთა ნამი ვიყავი ამ სამყაროში, პატარა მზის სხივი მათბობდა და ძალიან ლამაზ ბიჭს ვუყვარდი. ერთხელ სიყვარულის ამორძალიც ვიყავი, და მერე დეზერტირად მაქციეს. ახლა ჩემზე ამბობენ სხეულით ვაჭრობდაო, არადა არ იციან, სულს რომ უფრო ადრე ვყიდდი გროშებად...
იმოქმედა ძალიან... ნინოობას გილოცავ...
7. რა დაგიშავეეე, საშინლად შემცივდა, მაგრად წერ გოგონი მაგრად, მბურძგლავსსს ბრრრ!!! :) რა დაგიშავეეე, საშინლად შემცივდა, მაგრად წერ გოგონი მაგრად, მბურძგლავსსს ბრრრ!!! :)
6. შემძრა და დამასევდიანა :( შემძრა და დამასევდიანა :(
5. მაგრად წერ, ყოჩაღ,,
აქაც გილოცავ დღევანდელ დღეს, საუკეთესო სურვილებით :)
მაჰათმა განდი. არწივი.
მაგრად წერ, ყოჩაღ,,
აქაც გილოცავ დღევანდელ დღეს, საუკეთესო სურვილებით :)
მაჰათმა განდი. არწივი.
3. მაინც არარობა ვიყავი და ასე დავრჩებოდი ბოლომდე.
ასე მარტო მეძავები არ ფიქრობენ სამწუხაროდ :)
ჩემი ტკივილი ჩემი საკუთრებაა და ეგ ერთადერთი მტოვებს ადამიანად
ტკივილსაც ძნელად ელევა ადამიანი რატომღაც :)
5
მაინც არარობა ვიყავი და ასე დავრჩებოდი ბოლომდე.
ასე მარტო მეძავები არ ფიქრობენ სამწუხაროდ :)
ჩემი ტკივილი ჩემი საკუთრებაა და ეგ ერთადერთი მტოვებს ადამიანად
ტკივილსაც ძნელად ელევა ადამიანი რატომღაც :)
5
2. ჩემი ტკივილი ჩემი საკუთრებაა და ეგ ერთადერთი მტოვებს ადამიანად, ადამიანად ჩონჩხის ფორმით. კანალიზაციას გაყოლილი უწმინდურებაც...
ერთხელ, მე პატარა და სუფთა ნამი ვიყავი ამ სამყაროში, პატარა მზის სხივი მათბობდა და ძალიან ლამაზ ბიჭს ვუყვარდი. ერთხელ სიყვარულის ამორძალიც ვიყავი, და მერე დეზერტირად მაქციეს. ახლა ჩემზე ამბობენ სხეულით ვაჭრობდაო, არადა არ იციან, სულს რომ უფრო ადრე ვყიდდი გროშებად...
რა ემოციურია... ჩემი ტკივილი ჩემი საკუთრებაა და ეგ ერთადერთი მტოვებს ადამიანად, ადამიანად ჩონჩხის ფორმით. კანალიზაციას გაყოლილი უწმინდურებაც...
ერთხელ, მე პატარა და სუფთა ნამი ვიყავი ამ სამყაროში, პატარა მზის სხივი მათბობდა და ძალიან ლამაზ ბიჭს ვუყვარდი. ერთხელ სიყვარულის ამორძალიც ვიყავი, და მერე დეზერტირად მაქციეს. ახლა ჩემზე ამბობენ სხეულით ვაჭრობდაო, არადა არ იციან, სულს რომ უფრო ადრე ვყიდდი გროშებად...
რა ემოციურია...
1. გრრრ
ეჰ
კარგად წერ შენ მე ასე ვფიქრობ
გრრრ
ეჰ
კარგად წერ შენ მე ასე ვფიქრობ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|