ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2009


ქარიშხალი ჩადგა

ქარიშხალი ჩადგა...
იკლო ცრემლთა ცვენამ...
შენ მიხსენი, ჩემო!....
და დამლოცა ზენამ...
შენ-სიკეთის ბურჯო!
-გადამრჩენო სულის....
-იქნებ გზა მასწავლო...
გამიხარო გული....
შენ-ღვთისმშობლის ძეო!
-სიძულვილი გიმძიმს...
და მიხარის მზეო!
-სახე რომ გიღიმის...
მათრობს ჩუმი მზერა...
გულის სიმიც ხარობს...
სითბო-გულის სითბო...
მოკრძალებას ნანობს...


---------------------

სიხარული....მარად სიხარული...
სიყვარული....უსაზღვრო...უძირო...
სინანული გამქრალა...სინანული...
მტერსაც გულის ჯავრი უტირო...
უცქირო...უალერსო სიზმარში...
ცხადში ცრემლი არ ადინო...
უმღერო, უნანაო მკლავებში...
ღმერთს დაალოცვინო-ამინო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები