ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2009


აღარ სუნთქავს...

აღარ სუნთქავს..სადღაც ქრება
ძველი ტანჯვის კვალი...
და აღარც ღმერთს ევედრება
ჩუმი ნატვრის თვალი...
და მე მიკვირს-რას ჩურჩულებს...
რატომ ტირის ავდრიანი ქარი...
ახალგაზრდა გაშლილ კოკორს
ჩაუსაფრდა ქარი...
მოწყვიტა და გააფრინა..;
გაუხუნა ნარი...
მერე ძლიერ გაწვიმდა და...
დანარნარდა ქარი...
კვლავ გამოჩნდა ვარსკვლავეთში
სევდიანი ქალი..
დასეტყვილი, გაძარცვული
დადის, როგორც მთვრალი..
და... გამოჩნდა ფიროსმანი,
რომ დახატოს ქალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები