ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2009


იასამნები

შენი მკლავები აყვავებული ტოტებივით დავამტვრიე
და ჩემი თვალების ლარნაკში ჩავიწყე...
და ყოველდღე წყალი გასვი,
სამყარო აიასამნისფერდა...
შენი ფერივით.
რამდენიმე ყვავილი წამწამზე დავიკიდე და მზე
ავასურნელე.
მერე ჩემი თვალები სხვებმა წაიღეს საცქერლად
და შენი მკლავებიც თან გავაყოლე.
სხვებმა მე არ მასვეს წყალი,მე შენ _ვეღარ,
შენც ნელნელა გათვალდახუჭდი...
და ამომაცალეს შენი გამხმარი მკლავები თვალებიდან
და ადგილიც გიპოვეს სხვა..
ბიოლოგიურ ნაგავში.
ჩემს თვალებში დარჩენილ ხვრელში კი მიწა ჩაყარეს და
ჩვეული ფერები დაუბრუნეს დღეწრეებს...
ეხლა ტვინის უჯრედებს ჭყლეტენ,რომლებმაც
სუნთქვის რეცეპტორებით დაგიმახსოვრეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები