ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2009


წამომიღე აკაცია

მალე მოდი... წამომიღე აკაცია...
თუ სიბრაზის ქურქი ისევ არ გაცვია,
წამომიღებ? თუ ზამთარმა გაგაცია?
მალე მოდი... წამომიღე აკაცია...
ვინც არასდროს, არასდროს არ გაგაბრაზა,
ვინც არასდროს არ აცხელა, არც აცია...
რა გული აქვს, ან საერთოდ რა კაცია?
მალე მოდი... წამომიღე აკაცია...
თოვლი მზარავს, უშენობამ გამაცია,
მალე მოდი... წამომიღე აკაცია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები