ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2009


პეშვებით შესვამს რიჟრაჟი ჭის წყალს

ღამე ვარსკვლავებს შავ თმაში ხლართავს,
ტვინისწამღები ტურის ძახილით,
გდია გზაწვრილი ხავსნაჭამ სახლთან,
და მარტოობა ყმუის ძაღლივით...

ნიავი ატმის მკლავზე ქანაობს,
მიწა ვაზის ფესვს აოსებს სუნთქვით,
მთებიდან მოსჩანს მთვარე მარაოდ,
მძინარ სოფელს რომ ნაოჭებს უთვლის...

ინათებს მაინც, ადრე თუ გვიან,
მამლის ყივილი მოუსწრებს სისხამს,
მოლაღურები ჟანგს ჩამოჰგვიან
უმასპინძლებოდ მოწყენილ ჭიშკარს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები