ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2009


მ.ე__ს ბავშვური ტრფიალი

                                    * * *
1.
მე არასოდეს ვყოფილვარ პოეტი
და არასოდეს დავწერდი ლექსს...
რომ არა ჩემში შენი სიყვარული
და ეს ფიქრები დღეს...
მე არასოდეს არ დავჯდებოდი,
რომ გამერითმა სიტყვათა კონა...
და არასოდეს მომინდებოდა
მთვარიან ღამეს ვინმესთან ყოფნა...
                                                          2007-წ.


2.
მთვარეა სავსე...
მივდივართ გზაზე...
არ ვფიქრობ სხვაზე...
თავს მადებ მხარზე...
მიბრუნებ სახეს...
ბაგეებს ვახებთ და ვრჩებით ასე...
                                                            2007-წ.

                                    * * *
3.
სიყვარულმა არ იცის
არც დრო
და არც ადგილი.
სიყვარულმა არ იცის
არც პატარა,
არც დიდი.
ჩუმად მოვა შენს გულში,
ჩუმად მოგეპარება.
შესძრავს ყველაფერს სულში.
ყველგან მოგელანდება...
                                                  2006-წ.

                                      * * *
4.
შენს გამჭოლ თვალებს...
მაგ ლამაზ ნაკვთებს...
უმანკო ღაწვებს...
უნაკლო სახეს,
მე მივუძღვნიდი დიდ და თბილ ალესს...
მე მივუძღვნიდი უსახო სახეს...
                                                            2006-წ.




                                                                                                                                                  __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები