ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2009


პაპსა

...და იმის შემდეგ ქვეყნად რაც ითქვა,
ჩაიფარცხა და ჩაიყიალა...
და თავზე მადგას როგორც განკითხვა
მზერა - საუნჯე,
მოთქმა კი არა!

...და იმის შემდეგ ქვეყნად რაც მოხდა,
ერთი ფასი აქვს - არის ტალახი...
გაბრიელი კი ისე დახოხავს,
სულის მოთქმასაც კი არ დაგაცლის!

ჩაიყინება თვალებში ცრემლი,
სისინებს ცელი ბედის კვირბებად,
და ეს ცხოვრება (თითქოსდა ძნელი)
დარჩება მხოლოდ ერთ გაკვირვებად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს